გუშინ ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს..
რამდენიმე დღის უკან მთელი ოჯახი ამოწყვიტეს...
კიდევ უფრო ადრე მკვლელობების მთელი კასკადი...
ხოარავს ქუჩაზე მკვლელობა..
და ა.შ. და ა.შ.
სია ძალიან გრძელია...
უიმედობა, ბოღმა და აგრესია გარშემო..
უმრავლესობა ფიქრობს აქედან გაქცევაზე, ჩემს სანაცნობოდან ნახევარზე მეტი საზღვარგარეთაა, არც ფიქრობენ აქ დაბრუნებაზე
ბევრი გარბის..
ვერც გაამტყუნებ, ოჯახები სარჩენი..
აქ ცდილობენ, წვალობენ.. ბოლოს მაინც გარბიან..
ვინც ჩამოვიდა და დარჩა, ბევრი ნანობს...
ხალხი გადარჩენაზე ფიქრობს, პოლიტიკოსები ფულის შოვნას.. ქვეყანა მაგრად კიდიათ..
უმრავლესობა მძიმე დღეშია, თუმცა რესტორნები გადავსებულია.. ეს ქართული ანომალიაა..
და ბევრი წარსულს მისტირის, აქ დღე არ გავა თემა არ გახსნან კომუნისტურ ნოსტალგიაზე, მაშინდელ "საამურ" ცხოვრებაზე, თუმცა მეორე მხარე გამუდმებით ამტკიცებს რა ჯოჯოხეთი იყო მაშინდელი ცხოვრება.. ყველას თავისი შეხედულება აქვს და ძნელია მტყუან-მართლის გარჩევა..
მაგრამ...
არსებობს ერთი რამ, რაც ადამიანებს მართლა ენატრებათ და ესაა ურთიერთობები და მეტი სიყვარული, თითქმის ყველა აღნიშნავს რომ ადრე ხალხს უფრო მეტი სიყვარული და პატივისცემა ქონდა ერთმანეთის, "დაჟე" 90-იანებშიც კი, იმ საყოველტაო უმძიმეს პირობებსი უფრო სხვანაირი ურთიერთობები იყო, უფრო სხვანაირი გვერდში დგომა ვიდრე დღესაა..
ფაქტია, ადმიანები გაცივდნენ, ჩაქრა სიყვარული..
უამრავი ტაძარია საქართველოში და სავსეა მრევლით, მაგრამ გულებში არაა სიყვარული..
არად ღმერთი სიყვარულიაო- ქრისტემ თქვა
სიყვარული ფულმა გადაფარა.. ფული ერთადერთი მიზანი გახდა..
და ხალხს უკვირს საიდნაა ამხელა აგრსია, არადა პასუხი მარტივია-- უსიყვარულობიდან..
ამიტომააა ამდენი კიბოთი და მზიმე სნეულებებით დავადებული ხალხი.. საკვებს და გარემოს არა აქვს იმხელა ზეგავლენა, როგორც ემოციებს ადამიანებისთვის..
ადამიანები გამოფიტულები არიან ემოციურად, ჩამქრალი ან აგრეესით ანთებული თვალები, არანაირი სიყვარული და პატივისცემა..
რაც არ უნდა მძიმე კანონოები მიიღონ, პრობლემები ვერ მოგვარდება..
უბრალოდ ადამიანებმა სიყვარულით მოქმედება უნდა ისწავლონ..
პ.ს.
გუშინ სკვერში ჩემს გვერდით ორი მოხუცი საუბრობდა, მათი საუბრის შინაარსიდანაა ეს ყველაფერი.. მსჯელობდნენ დღევანდელობაზე და ბოლოს შეთანხმდენ რომ სიყვარულის გარეშე არაფერი გვეშველებაო.. პრინციპში საინტერესო მოსაზრებები ქონდათ
თქვენ რას იტყვით?