#53067089 · 10 Jul 2018, 14:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთმა გზააბნეულმა ბიჭუნამ ჩამოიარა შარაგზაზე. წითელ სოფელში მისვლა უნდოდა, მაგრამ გზა არ იცოდა. რამოდენიმე ხანი იარა და ორი დიდი გზის გასაყარს მიადგა. ერთი მარცხნივ მიდიოდა, მეორე კი, მარჯვნივ. იქვე ლეღვის ხის ჩეროსთან მჯდარი სათნო სახის კაცი შენიშნა. იფიქრა, მივალ და გზად ვკითხავო. მივიდა და ჰკითხა: "უკაცრავად, წითელი სოფლისკენ რომელი გზა მიდის?" სათნო ადამიანმა ჯერ ბიჭუნას შეხედა, შემდეგ ჰაერში აიხედა, შემდეგ მზერა ისევ ბიჭუნას მიაპყრო და რამოდენიმე წამის შემდეგ უთხრა: "მემგონი მარჯვნივ, თუ არ ვცდები". ბიჭუნა გაბრუნდა და მომენტალურად ერთი ახალგაზრდა კაცი შენიშნა. მოდი ამ კაცსაც ვკითხავო და ჩქარი ნაბიჯით გაეშურა მისკენ: "ხომ არ იცით რომელი გზა მიდის წითელი სოფლისკენ?". ახალგაზრდამ დაუფიქრებლად, მტკიცე თავდაჯერებულობით ხელი მარცხენა გზისკენ გაიშვირა და მიუგო: "მარცხნივ წახვალ და მიხვალ".
ბიჭუნამ გონებაში სწრაფი ანალიზი გააკეთა: "მეორემ ზუსტად იცის რომ მარცხნივ არის წითელი სოფელი. პირველმა კი ზუსტად არ იცოდა, ყოყმანობდა." , ამიტომ ბიჭუნა მარცხენა გზას დაადგა.
ამასობაში შებინდდა. ლეღვის ხესთან მჯდარი სათნო ადამიანი მარჯვნივ წავიდა და მივიდა წითელ სოფელში, მის კოხტა, სახლში შევიდა, ხოლო ახალგაზრდა კაცი მარცხენა გზისკენ წავიდა და მიაღწია წითელ სოფელს და ისიც მის სახლაკში დაბრუნდა, ხოლო ბიჭუნამ საკმაო ხანი იარა მარცხენა გზაზე და ვერასდროს მივიდა წითელ სოფლამდე.
|