Ar-Pharazônიმათი გამარჯვება ხომ რას ამბობ 5 მილიონი ხორვატის შრომის შედეგია

23 ფეხბურთელი, მწვრთნელები, შტაბი, ფედერაცია, ზოგადად ხორვატიის საფეხბურთო სისტემის გამარჯვება რომ ვთქვათ კიდევ ჰო...მაგრამ მთელი ერი ზეიმობს, ისეა აქაც.
უბრალოდ სად სუმო და სად ფეხბურთი, თორემ 5 მილიონ ხორვატს ისე აქვს შეხება ხორვატიის ნაკრების წარმატებასთან როგორც 4 მილიონ ქართველს ტოჩინოშინთან.
საერთოდ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ძალიან სპორტული ერი ვართ, ვთამაშობთ საკმაოდ კარგად:
1.რაგბს
2.კალათბურთს
3.წყალბურთს
აქ გვყავს ევროპის და მსოფლიოს მასშტაბის სპორტსმენები, რეგულარულად ვმონაწილეობთ ევროპის(კალათბურთი, წყალბურთი) და მსოფლიოს(რაგბი) ჩემპიონატებზე, არც იქ ვირცხვენთ თავს. ეს იმ პირობებში რომ შიდა ჩემპიონატები უსუსტესი გვაქვს(წყალბურთში არც იყო საერთოდ), სპორტის ეს სახეობები კვდომის პირას იყო და მაინც გაიზარდნენ პროფესიონალები, როგორც კი ოდნავ პირობები გაუმჯობესდა შედეგების წამოვიდა 1990-ანების უკუნის მერე.
არის კიდევ ინდივიდუალური სპორტები:
1.ჭიდაობის ორივე სახეობა
2.ძიუდო
3.სამბო
4.ძალოსნობა
5.შერეული ორთაბრძოლები
6.სუმო
ამათში ძალიან კარგი შედეგებია, იზრდებიან მუდმივად ძლიერი, ტიტულოვანი სპორტსმენები, გუნდური შედეგებიცაა.
ასევე მეტ-ნაკლებად მშვილდოსნობა, ფარიკაობა, ტყვიის სროლა, ფიგურული სრიალი ამეებშიც გამოჩნდნენ ერთეული სპორტსმენები უმაღლესი შედეგებით ევროპის და მსოფლიოს მასშტაბით.
არაა ეს ცოტა ღარიბი, ინფრასტრუქტურის, სისტემის და დაფინანსების არ მქონე 4 მილიონიანი ერისთვის, ცოტა კი არა ბევრია თან ძალიან.
შეხედეთ ჩვენ სამეზობლოს-აზერბაიჯანს და სომხეთს მაგალითად ბევრად უკან არიან.
თურქეთსაც არაერთ სპორტის სახეობაში ვჯობნით.
შუა აზიაზე არცაა საუბარი, მოლდოვაზე ასევე.
უკრაინა ბევრად დიდია, ბელარუსში კარგადაა განვითარებული სპორტი, ბალტიისპირეთში დაახლოებით ჩვენ დონეზეა(გუნდურებში ლატვიის გარდა სხვები ჩამოგვრჩებიან).
აღმ.ევროპის ბევრ ქვეყანასაც არ ვუდებთ ტოლს(ბულგარეთი, რუმინეთი ნახეთ მაგალითად).
იგივე პორტუგალია 10 მილიონიანი ერია, ბევრად მეტი ფულით, ფეხბურთის გარდა არცერთ სპორტში არაფერი არ არიან, არც გუნდურში არც ინდივიდუალურში.
საწუწუნო არაფერი გვაქვს მართლა.

ერთადერთი ფეხბურთს ვერ ვთამაშობთ, არაუშავს მაგით არ იწყება და არ სრულდება სპორტი, თუმცა ინდივიდუალურ დონეზე აქაც გვყავდნენ კარგი ფეხბურთელები, ნუ ეს ინდივიდუალიზმი ისეთ კომერციალიზებულ სპორტში როგორიც ფეხბურთია არ კმარა და ეგაა

რეალურად მაგ სპორტის საკმარი ფული საქართველოს არ აქვს, მერე კიდევ არც სისტემაა.
ხორვატია ძალიან სპორტული კი არა, სუპერ სპორტული ქვეყანაა და სერიოზული, მრავალჯერ დიდი დაფინანსება აქვს იქ სპორტს.
გამონაკლისია ეგ.
* * *
ნეტა ეკონომიკურად ვიყოთ იმ დონეზე მსოფლიოში რა დონეზეც პროფესიული სპორტში ვართ და საწუწუნო არაფერი გვექნებოდა.
This post has been edited by ingfari on 12 Jul 2018, 17:34