
ცოტა ხნის წინ, „ახალი საქართველოს“ წევრებმა დედაქალაქის მერიის წინ აქცია გამართეს. აქციის დასრულების შემდეგ მათ მერიაში განცხადება შეიტანეს, რომლის თანახმადაც ქალაქში ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ამ დრომდე რჩება.
აქციის მონაწილეების მონაცემებით, თბილისში 100 ათასამდე დაავადებული ხეა, რომელთაც ფიტოსანიტარული სამუშაო არ უტარდებათ. ისინი მერიას შეხვედრას და დაგროვილ შეკითხვებზე პასუხს სთხოვენ.
დაავადებულ ხეებთან დაკავშირებით, განცხადება მერიამაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, დაავადებული ფიჭვების მდგომარეობა უცხოელმა ექსპერტებმა შეისწავლეს. ამ ტიპის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა და დამტკიცდა, რომ ფიჭვის ხეებზე გავრცელებულია Tomicus Destruens-ის სახეობის მავნებელი მწერი.
შესაბამისად, აუცილებელია მასშტაბური სანიტარული ჭრები დედაქალაქსა და მის შემოგარენში. ჭრების პარალელურად, ასევე, სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებებიც ჩატარდება.
წყარო:
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/95967/ak...aqtsia-gamartes