#53242419 · 11 Aug 2018, 02:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ათასი რამ წავიკითხე, ზოგი რამ ვცადეთ, ზოგის ცდა აბსურდი იყო თავიდანვე... ისტორია ასეთია გვყავს 2 გოგო ერთი 6 წლის, მეორე 10 თვის... წყლის წვეთებივით გვანან ერთმანეთს და სამწუხაროდ ძილის ამბავშიც... უცროსმა გვტანჯა წლობით... ეხლა პატარა იგივეს იმეორებს, მაგრამ გაათმაგებული ენერგიით... ექიმი ამბობს არფერიაო ესეთი ბავშვიაო უბრალოდო... არადა ძალები აღარ გვყოფნის უკვე, რომ რაიმე სხვა საქმეებს მივხედოთ... იმასაც ვფიქრობ რომ კიდევ კარგი არ ვმუშაობ, დიდი ხნის გაგდებული ვიქნებოდი უკვე... მოკლედ დღისით კიდევ რაღაცას ახერხებთ... დედასთან არ იძინებს თამაში უნდა, ჩემთან იძინებს ოღონდ გვერდით უნდა ვუწვე... და მაინც იშვიათია რომ 2 საათი ასე გავატაროთ. ღამით უარეს დღეში ვართ... გიჟდება ხოხვაზე და განუწყვეტლივ მიიწევს იატაკისკენ... შემდეგ დედასტან უნდა... აღრიალდება... მერე მობეზრდება დედა და ისევ ხოხვა... მერე მამა... გიცინის გიღიმის, საათები გადის მერე მოშივდება და ესე ვართ წაქცევამდე მივდივართ... 2 ან 3ზე დაიძინებს და მთელი ღამე ტრიალებს, ერთხელ გაიღვიძა საწოლიდან ამოძვრა და ტყაპანმა გაგვაღვიძა... გადავრჩით.. მადლობა ღმერთს...ეხლა მთელი ოთახი ახლოს ყველგან ბალიშები გვიწყვია....... მოკლედ დავიხოცეთ და რამე გვირჩიეთ... ალბათ ესენი ერთადერთები არ არიან და გაგვიზიარეთ გამოცდილება... თუ მსგავსი თემა არსებობს და ვერ ვიპოვნე... ბოდიში..... SOS!!!
|