#53083072 · 12 Jul 2018, 17:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
n-i-c-k
QUOTE | არც ჩაფხუტი , არც დამცავი ბაგირი ! |
ჩვენი კერძო სახლის გარშემო 3 კორპუსი აშენდა და ჩაფხუტები პირველი 2-3 დღე ეხურათ მხოლოდ. მერე აქეთ-იქეთ ეყარა, მშენებლობის ირგვლივ. ეს რაც შეეხება თავიანთ უსაფრთხოებას. ეხლა მოსახლეობის ანუ ჩვენს უსაფრთხოებას რაც შეეხებოდა, ბადე ვერ გავაჭიმინეთ. მთელი მშენებლობის მანძილზე ცვიოდა არმატურის ნაჭრები, ფიცრები, "კატანკის" კვადრატები. რამდენი ერთი ჩამოვთვალო? აღარაფერს ვიძახი ლურსმნებზე და ბეტონის დასხმისას გადმოსხმულ ბეტონზე თავის ქვებ-კენჭებიანად. კენჭია, მაგრამ მე-12 სართულიდან გადმოვარდნილიც გაგიტეხავს თავს. შიშით ბავშვებს ვერ ვუშვებდით ეზოში. რამდენი ახალი სართული აყავდათ და ბეტონს ასხავდნენ, იმდენი ბეტონის წვიმა მოდიოდა ეზოში დ აჩანაგებდა ყველაფერს. ბავშვს ახალი ველოსიპედი გაუფუჭეს ცემენტის წვეთებმა. აღარ ამოეცალა, ისე ჩააჯდა. რამდენი გადავედით საქმის მწარმოებელთან, გავჭიმავთ ბადესო და მანამ არაფერი გეტკინოს. ჰალსტუხივით ჩამოაკონწიალებდნენ პატარა ნაგლეჯს და ეგ იყო. ზედამხედველობას რამდენჯერაც დავურეკეთ ყურიც არ შეიბერტყეს. სრული უპატრონობაა მერიაშიც და ქვეყანაშიც.
QUOTE | მერიის ზედამხედველობის სამსახური მახათს იყრის ? |
მახათი აღარ ჰყოფნით, არმატურებს იყრიან.
--------------------
•Comp_E X P E R T I (დინჯი წესელი). ნაციონალი, მაგრამ არა ნაც. პარტიიდან! •31 წელი IT სფეროში. • ძნელი საყურებელია, როგორ ურეცხავენ ტვინს ახალგაზრდა თაობას, თუნდაც სკოლებში და არამარტო... •არც ევროპული საქართველო მინდა და არც რუსული! -- ქართული საქართველო მინდა
|