თქვენ როგორ აფასებთ სამიტის დეკლარაციაში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერებსა და საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ 8-პუნქტიან დეკლარაციას?
- ყველას, ვინც ობიექტურად აკვირდება პროცესებს, რა თქმა უნდა განსაკუთრებული მოლოდინი ამ სამიტის შედეგებთან დაკავშირებით არ ჰქონია.
ძირითადი კამათი - მეც მომიწია ამ კამათში მონაწილეობის მიღება, ეხებოდა საკითხს იმის შესახებ, საჭირო არის თუ არა მაპ-ი საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად. მაშინვე ითქვა, რომ ეს დისკუსია წმინდა ჰიპოთეტური იყო. დიახაც, შესაძლებელია, რომ ალიანსის გადაწყვეტილებით, მაპ-ის გვერდის ავლით მოხდეს გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ, მას შემდეგ, რაც მაპ-ი შემოღებული იქნა, ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა. ამიტომ, ამგვარი მოლოდინი ბრიუსელის სამიტიდან არ იქნებოდა სერიოზული.
ჩემი აზრით, სამიტის შედეგები იმგვარი იყო, რასაც მოველოდით.
ის ატმოსფერო, რომელიც ალიანსში ურთიერთობების გარკვევის პროცესმა შექმნა, საუკეთესო არ გახლდათ იმისათვის რომ ალიანსის წევრებს საქართველოს პრობლემებზე ემსჯელათ.
მიუხედავად ამისა, რაც საქართველომ ამ სამიტის შედეგად მიიღო, მიმაჩნია რომ სრულიად დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს ჩვენთვის. ის გადაწყვეტილებები, რომელიც ალიანსის ფინალურ დოკუმენტებშია, ამის საფუძველს მაძლევს.
ნატო-საქართველოს კომისია პირველად გაიმართა უმაღლეს დონეზე. შეხვედრისას განვიხილეთ, როგორც საქართველოს ინტეგრაციის პროცესი და წევრობისკენ მიმავალი გზა, ასევე რეგიონული უსაფრთხოება და ამ კუთხით არსებული გამოწვევები. ვფიქრობ, რომ ნატოს-საქართველოს ერთობლივი დეკლარაცია მეტად პოზიტიური დოკუმენტია.
- ვითარებაში, როცა საქართველოს ალიანსისგან მიღებული აქვს აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი, ე.წ. „ოქროს პაკეტის“ ჩათვლით, რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ საქართველოს ამ სამიტზე არაფერი მიუღია, ჩვენთვის ნატოს კარი დახურულია და ჩვენი საკითხის უკრაინასთან ერთად განხილვა აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯი იყო?
- სამწუხაროდ, ვერც ამ სამიტის შედეგების თემა ვერ აცდა პოლიტიკური დაპირისპირების სრულიად არაჯანსაღ პროცესს. „ნატოს კარის დახურვის“, „წარსულში დაბრუნების“ და ა.შ. შესახებ მითქმა-მოთქმა წმინდა შიდაპოლიტიკური ინტრიგების ნაწილია და მეტი არაფერი. ამგვარ განცახდებებს არაფერი აქვთ საერთო არც რეალობასთან და არც ნატო-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებთან.
ვისაც ნატოს სამიტის შედეგები და სიახლეები გულწრფელად აინტერესებს, ვურჩევ უფრო გულდასმით წაიკითხოს ნატო-საქართველოს კომისიის ფინალური დოკუმენტი. განსაკუთრებით ის თავი, სადაც საუბარია შავი ზღვის უსაფრთხოებისათვის საქართველო-ნატოს ურთიერთობის გააქტიურებაზე.
ამ თემაზე ზოგადი განცხადებაც სრულიად საკმარისო იქნებოდა, მაგრამ მასში კონკრეტული ღონისძიებებიც კია ჩამოთვლილი. ასე რომ, ვიმეორებ, ჩემი რჩევაა, ვისაც სამიტის შედეგები აინტერესებს, უკეთესად გადახედონ სამიტის დოკუმენტებს.
http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi...-dokumenti.html
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3