meruemiრაზე დაყრდნობით ამბობ ამას?
აგერ გასვლის წესი
https://sda.gov.ge/?page_id=5342როგორ გავაკეთო საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე განცხადება სახლიდან გაუსვლელად?
საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხთა განსახილველად საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველმა პირმა სახლიდან გაუსვლელად იუსტიციის სახლის ან სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე უნდა შეავსოს ელექტრონული განცხადება, ატვირთოს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტები, დაუკავშირდეს დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომელს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოს ნება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლასთან დაკავშირებით.
ვის შეუძლია მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა ონლაინ რეჟიმში?
საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება გავიდეს საქართველოს მოქალაქეობიდან. დისტანციური მომსახურებით საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე განცხადების წარდგენის უფლება აქვს საქართველოს სრულწლოვან ქმედუნარიან მოქალაქეს ან არასრულწლოვანი მოქალაქის კანონიერ წარმომადგენელს, რომელსაც ერთხელ მაინც აქვს მიღებული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი და მის შესახებ სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია.
ვის შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე?
საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე, თუ:
მას შეუსრულებელი აქვს საქართველოს წინაშე სამხედრო ან სხვა ვალდებულება
იგი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ან არსებობს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომელიც უნდა აღსრულდეს
რა დოკუმენტები და ტექნიკური საშუალებებია საჭირო ონლაინ რეჟიმში საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენისას?
საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განსახილველად განმცხადებელმა თან უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
18-დან 27 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში - სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ.
არასრულწლოვანი პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში – პირის დაბადების მოწმობის ასლი, აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენლის (არსებობის შემთხვევაში) თანხმობა.
14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს არასრულწლოვნის თანხმობა.
სახელის ან/და გვარის გამოცვლის შემთხვევაში, განმცხადებელს შესაძლოა მოეთხოვოს სახელის ან/და გვარის გამოცვლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენა.
ფოტოსურათი, ზომით ¾
მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით და სააგენტოს აქვს შესაძლებლობა, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი) შენიშვნა: უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები საჭიროებს აპოსტილი/ლეგალიზაციის წესით დამოწმებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას. დაგჭირდებათ ასევე ვებ-კამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.
რა ვადაში განიხილება საქართველოს მოქალქეობის გასვლის საკითხი და რა საფასურია დაწესებული მომსახურებისთვის?
საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხი განიხილება 30 კალენდარულ დღეში და მომსახურების საფასური შეადგენს - 100 ლარს. დაჩქარებული მომსახურების საფასური შეადგენს 20 კალენდარულ დღეში - 200 ლარს და 10 კალენდარულ დღეში - 300 ლარს.
როგორ შემიძლია მომსახურების საფასურის გადახდა?
მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების რეგისტრაციის შემდეგ პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან საქართველოში ნებისმიერ ბანკში, ელექტრონული განცხადების ნომრისა და კოდის საშუალებით, ნაღდი ანგარიშსწორებით.
როგორ უნდა მივხვდე განაცხადი დარეგისტრირდა თუ არა?
განცხადების წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას მოქმედების წარმატებით შესრულების შესახებ, სადაც ასევე მითითებული იქნება თქვენი განცხადების ნომერი და კოდი, რომლითაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ თქვენი განცხადება და დაუკავშირდეთ ოპერატორს ვებ კამერით.
როგორ შემიძლია მივიღო პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე?
საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე პრეზიდენტის ბრძანებულების მიღებას შეძლებთ ვებ-გვერდიდან, თქვენი განცხადების ნომრისა და კოდის საშუალებით.
როდის შედის ძალაში პრეზიდენტის ბრძანებულება მოქალაქეობის გასვლასთან დაკავშირებით?
საქართველოს მოქალაქეობიდან პირის გასვლის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის:
პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის სააგენტოსათვის წარდგენისთანავე
ხელმოწერიდან მე-15 დღეს, თუ წარმოდგენილი სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით ცალსახად დასტურდება, რომ პირს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში აუცილებლად მიენიჭება შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეობა
რა შემთხვევაში შეიძლება მეთქვას უარი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე ელექტრონული განცხადების წარდგენისას?
ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას, ასევე განმცხადებლის ვინაობასთან ან საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ელექტრონული ფო