საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს უნგრეთთან მატჩით დაიწყებს
12:25 16-07-2018
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის 33-ე ჩემპიონატის პირველ მატჩს, უნგრეთის ნაკრებთან გამართავს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ევროპირველობას 14-28 ივლისს, ბარსელონას “ბერნატ პიკორნელის“ სახელობის საცურაო კომპლექსი უმასპინძლებს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე კი 16 საუკეთესო ნაკრები ითამაშებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ნაკრები, რომელსაც რევაზ ჩომახიძე წვრთნის, A-ჯგუფში იასპარეზებს და მეტოქეებად უნგრეთის, იტალიისა და გერმანიის ნაკრებები ეყოლება.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარდგება ქართველი მსაჯი ირაკლი კიკალიშვილი, რომლისთვისაც ეს ევროპირველობა ჩვენი ნაკრების მსგავსად მესამე იქნება. ბარსელონაში დელეგატად იმუშავებს საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ბითაძე.
საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებების დაპირისპირება თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-daitsyebs.htmlბარსელონაში გამართულმა წილისყრამ რევაზ ჩომახიძის გუნდი ურთულეს ჯგუფში მოახვედრა - საქართველოს ნაკრებს უნგრეთთან, იტალიასთან და გერმანიასთან მოუწევს დაპირისპირება.
ჯგუფის გამარჯვებული მეოთხედფინალში გადის, მეორე-მესამე ადგილზე გასული გუნდები პლეი ოფში, ხოლო ბოლოადგილოსანი მე-13 ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას.
პოპსპორტი
This post has been edited by Lаki on 16 Jul 2018, 12:39
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3