Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠

        
ჯგუფი: Members
წერილები: 47009
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04
|
#53114816 · 17 Jul 2018, 21:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კობახიძემ ძალიან კარგი მოძრაობა გააკეთა და "9 წელიდან" გადაგვიყვანა "წინა მთავრობის ბრალია" ზე
მაგრამ თვითონ რაც თქვა მანდ ამნეზია დაეწყო
კობახა Before:
CODE | “კომუნიზმი საქართველოში დამთავრდა, საქართველოში ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი არ არის”, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფილარმონიაში შეკრებილ დემონსტრანტებს, რომელთა შორის აუდიტორია 115-ის წევრები არიან.
“ახალგაზრდებო, მე მინდა მოგიწოდოთ, დაადგეთ იმ გზას, რასაც ილია ჭავჭავაძე დაადგა, ეს არის სწავლის გზა, ეს არის განათლების გზა. თქვენ აირჩიეთ კომუნიზმის გზა. ეს არ არის სწორი არჩევანი. ასე არ შეიძლება, თქვენი გზა გაგრძელდეს. მოგიწოდებთ, იაროთ სწავლის და ილია ჭავჭავაძის გზით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე სტუდენტების ჯგუფმა მუშების ჩაფხუტები მიიტანეს და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა მოითხოვეს.
|
კობახა after:
CODE | ჩვენი მოწვევის პირობებში, პირველად ეს საკითხი აქტუალური გახდა მაშინ, როდესაც ჩვენ განვიხილავდით შესაბამის მუხლს საკონსტიტუციო კომისიაში. შესაბამისი სურვილი იყო, რომ მაქსიმალურად გაგვემკაცრებინა ჩანაწერები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კონსტიტუციის შესაბამის მუხლში და ამასთან დაკავშირებით ჰქონდა კომისიას ჩამოყალიბებული პოზიცია, თუმცა შემდეგ დაიკავა საკმაოდ ხისტი პოზიცია ამ მთავრობის ხელმძღვანელობამ და ეს გახდა მიზეზი იმ პროცესებისა, რომელიც თქვენ კარგად გახსოვთ.
მათ შორის, პროტესტის მიზეზიც გახდა ჩვენი პოზიციის ცვლილება. ჩვენ მაშინ ანგარიში გავუწიეთ მთავრობის ხელმძღვანელობის პოზიციას, რაც, ვფიქრობ, რომ იყო არასწორი კომპრომისი.
კონკრეტული ზომები არის მისაღები იმისთვის, რომ მაქსიმალურად მაღალი სტანდარტით დაინერგოს შრომის უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში. ამ კუთხით ჩვენ ვალდებულებები გვაქვს აღებული სხვადასხვა კუთხით, მათ შორის, ევროკავშირის წინაშე.
მთავარია, რომ ეს ვალდებულებები პირნათლად შესრულდეს და მთავარია, რომ მაქსიმალურად გაკეთდეს ყველაფერი, რათა თავიდან ავირიდოთ მომავალში ასეთი ტრაგიკული შემთხვევები
|
CODE | ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მე მითითება გავაკეთე წინა სამთავრობო ხელმძღვანელობაზე.
ამასთან დაკავშირებით არის კონკრეტული გარემოებები, ყველა არის ამის თვითმხილველი. ჩვენ კომისიაში გვქონდა პოზიცია ჩამოყალიბებული და შემდეგ, საკონსტიტუციო კომისიის მომდევნო სხდომაზე, მე ღიად განვაცხადე მაშინ, რომ მთავრობის ხისტი პოზიცია გახდა ჩვენი პოზიციის ცვლილების მიზეზი.
ეს არის ის, რაც არის დოკუმენტირებული, ეს არის მოვლენათა განვითარება და ამან გამოიწვია გარკვეული უკმაყოფილებაც საზოგადოების შესაბამის წრეებში. ამ უკმაყოფილებას ჰქონდა, ბუნებრივია, ობიექტური საფუძველი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
--------------------
Sic semper tyrannis⚡️
|