ასეა მგონი საბოლოოდ ჩვენი საქმე
სიჩუმე სუფევს შტორმის წინ პლანეტაზე
ტრამპისა და პუტინის შეხვედრამ ისე ჩაიარა რომ არავინ არ იცის რაზე ილაპარაკეს
ამერიკის სენატმაც კი ვერ მიიღო პასუხები კითხვებზე თუ რა განიხილეს 2 საათის განმავლობაში პუტინმა და ტრამპმა ერთი ერთზე შეხვედრისას
ჩნდება შთაბეჭდილება რომ სიტუაცია უკიდურესადაა დაძაბული
რუსეთი როგორც მინიმუმ ორ ფრონტზე ებრძვის დასავლეთს ღია ომში - სირია და უკრაინა
ამის გარდა საკუთარ ეზოდ აქცია ევროპა და კიბერშეტევებით სავარაუდოდ ბრიტანეთი დააბრექსიტა (პარლამენტი იძიებს ბრექსიტის კავშირს რუსეთთან) და სხვა ქვეყნებში ევროსკეპტიკი მთავრობების მოსვლას შეუწყო ხელი
ამერიკის არჩევნებსაც კარგად შეულაგა
ეს ყველაფერი სავარაუდოდ სანქციების საპასუხოდ
ამის გარდა რუსეთი გამუდმებით არღვევს ევროპის საჰაერო სივრცეს
ყირიმის ანექსიის მერე რუსეთის მიერ ევროპის საჰაერო სივრცის დარღვევა 50%-ით გაიზარდა
ძირითადად რუსეთის ბომბდამშენები ჩრდილოეთიდან შედიან ევროპის საჰაერო სივრცეში ნორვეგიიდან მოყოლებული ზოგჯერ პორტუგალიამდეც ჩადიან
ბრიტანეთის ახლოს ატომური ბომბებით აღჭრვილი თვითმფრინავებითაც არ ერიდებიან ფრენას
ასეთ დაძაბულ დროს ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტი ხვდებიან ერთმანეთს
ორი საათი ლაპარაკობენ და არავინ იცის რაზე
ეს ძალიან ცუდ რამეზე მოასწავლებს
სანამ ევროპაში რეზოლუციებს იღებენ საქართველოსა თუ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე ამასობაში ორი სუპერსახელმწიფოს ლიდერები სხედან და
ვაჭრობენმიდის პრიორიტეტების გაცვლა
მეორე მსოფლიო ომის მერე რო დასხდნენ და საკუთარი რუკები რო დაიხაზეს თითო ოროლა ლიდერმა ასე ხდება მგონი ახლაც უბრალოდ მესამე მსოფლიო ომი შეიძლება კაი ხანია დაბალ ცეცხლზე დუღს და ასეთი მოლაპარაკებებით აქა იქ წყალს ჩაამატებენ ხოლმე და თავს მოხდიან ხოლმე რომ არ გადმოვიდეს
როგორ ფიქრობთ ყირიმს გაუცვლიან პუტლერს სირიაში?

ყირიმს დიდი გეოპოლიტიკური ფასი აქვს და მარტო სირია არა მარა აბა საქართველოც რო დაამატონ შეიძლება თქვას პუტლერმა მოვიფიქრებო