დღესაც შემხვდა 3 ერთმანეთზე უკეთესი, ულამაზესი გოგონა. ჯერ შორიდან ერთ ბიჭს ვხედავ, თავისთვის კაფის შესასვლელთან დგას და მე მიყურებს. რაღაც ბიჭობისთვის ზედმეტად სიმპატიურია, ოდნავ რომ მივუახლოვდი გამოჩნდა რომ გოგო იყო მოკლედ შეჭრილი თმებით. მაღალი, მინიმუმ 176, გამხდარი, მხრებში გაშლილი, მაღალი კისრით. უმშვენიერესი პირისახით და ფიზიონომიით. მივუახლოვდი, მივედი... და ჩავუარე. ჩემზე არასწორი კაცი ვინაამეთქი მერე ვფიქრობდი. უკან გამობრუნებაზე გადავწყვიტე დავლაპარაკებოდი. იქ აღარ იდგა, იქვე ორ კაფეში შევიხედე, ვერ დავინახე, მეორე სართულები და სხვა ოთახებიც იყო, ერთგან 6-7 ტიპი ჩანდა მაგრამ როგორც ჭეშმარიტი ბეტა, არ მივედი იმის გასარკვევად იქ იყო თუ არა.
მერე ავტობუსში ამოვიდა 2 ულამაზესი აზიელი (წვრილთვალება) გოგონა, 20-22 წლისები იქნებოდნენ, სავარაუდოდ მოდელები. ესეთი ლამაზი აზიელები რეალში კი არა, ტელევიზორშიც არ მინახავს. მოკლე კაბები ეცვათ, სარაფნის სტილში. გამართულები, მაღლები. აზიელები ხომ დაბლებად წარმოგვიდგენია, ესენი ყველა სტერეოტიპს არღვევდნენ. იქვე ვიღაცამ ბილეთის აღება ასწავლა. არავის უყურებდნენ. იცოდნენ რომ ყველა მზერა ისედაც მათკენაა (როგორც ნებისმიერმა მშვენებამ იცის). იქვე ვიღაცა "ნანულიმ" ჩაირა, რომელსაც სავარაუდოდ უცხოელების დანახვაზე ცხვირი უნდა აეწია და მკვახე კომენტარი ჩაელაპარაკებინა. მაგრამ იმდენად ლამაზები იყვნენ რომ მოწიწების მეტი არაფერი გაჩნდებოდა.
ვიფიქრე ამათ მაინც გავიცნობ, ალბათ ჩემი უბნისკენ მიდიან, რომ ჩამოვლენ მეც ჩამოვალ და მერე სახლიც შორს აღარ იქნება. გმირთა მოედანზე ჩამოვიდნენ, მე პირღია ვუყურებდი ორი ერთმანეთზე მშვენიერი არსების ნარნარ მოძრაობას. უცებ იმდენიც ვერ მოვიფიქრე რომ მეც ჩამვსულიყავი. ვცდილობდი საკუთარი თავისთვის დამეძალებინა შემდეგ გაჩერებაზე ჩამოსვლა რომ ამათ დავწეოდი (ნელა მიდიოდნენ) და გამეცნო. თუმცა დამეზარა, იქნებ ჩემით არ დაინტერესებულიყვნენ, ტყუილად გამომივიდოდა ამ სიცხეში სირბილი და მერე ახალი ავტობუსისთვისაც მომიწევდა ლოდინი.
თემის პირველ პოსტთან ის განსხვავებაა რომ ამჯერად გაპარსულიც ვიყავი, თმაშეჭრილიც, დაბანილიც, კარგადაც მეცვა და გასვლამდე სარკეში ჩახედვისას ჩემ თავს სიმპატიურიც დავუძახე. მაგრამ როგორც ჭეშმარიტად ბეტა მამრი, ესეთი სუპერ შანსები გავუშვი ხელიდან.
თემას დაერქვას, "როგორც არ ვცადოთ ბედი და მერე ტექსტის აკრეფით გავიქარვოთ სინანული". არ მომბაძოთ ნიჭიერცი, არა.