#53121836 · 19 Jul 2018, 00:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქვეყანაში არის საგანგაშო მდგომარეობა. ოღონდ არ ვაჭარბებ როცა ვამბობ რომ საგანგაშოა, მართლა ასეა.
ყველამ ყველაფერი უნდა გადავდოთ, რასაც ვაკეთებთ, გამოვიდეთ და მოვითხოვოთ ყველა იმ სამარშუტო ტაქსების და ზოგადად ავტომობილების შეკეთება ან მოხსნა რომელიც შავ კვამლს უშვებს ჰაერში. უნდა მოვითხოვოთ საწვავის ხარისხის გაუმჯობესება. უნდა მოვითხოვოთ მწვანე საფარის გაზრდა და ისტერიული მშენებლობების ჩარჩოებში მოქცევა.
ჰაერი არის სავსე საწამლავით, რომელსაც ვსუნთქავთ, ამ მოწამლული ჰაერით იწამლება გარშემო მცენარეები და საკვები, მათ შორის რომელიც გზის პირას დახლებზე უწყვიათ. ამ მოწამლული ნივთიერებებით იჟღინთება ისედაც ნიტრატებით და ათასი ქიმიკატებით გაჯერებული ხილი და ბოსტნეული და ამას მივირთმევთ. და ცოცხლები როგორ ვართ არ გიკვირთ? არ მესმის რა არის ამაზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა მოსაგვარებელი. არ მესმის ვისაც შვილები გყავთ განსაკუთრებით როგორ გაგყავთ გარეთ ან სად ასეირნებთ? ან იმ ხალხს არ ყავს შვილები ვინც პარლამენტში ზიან და განიხილავენ რომელი საკითხია უფრო პრიორიტეტული რომ განიხილონ. თბილისი არის სასაკლაო ჩვეულებრივი.
ონკოლოგიურმა დაავადებებმა იმატა კატასტროფულად. მხოლოდ ბოლო 7 წელიწადში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევამ იმატა 14 ჯერ. მე პირადად გამოვცადე ეს საკუთარ თავზე ამა წლის იანვარში, როდესაც ოპერაცია გავიკეთე და დიაგნოზიც შემატყობინეს.
რას განიხილავთ ყოველდღიურად იმაზე მნიშვნელოვანს, ვიდრე ეს საკითხია?
|