აკი ფეიკიაო?!
სხვადასხვა სალიანდაგო სისტემები გავქვს და სამგზავროს ვერ მოემსახურება ჯერო)
http://netgazeti.ge/news/251743/https://www.facebook.com/geotranscorცნობილია, რომ საქართველოსა თურქეთს შორის სხვადასხვა ლიანდის სიგანის გამო 1520/1435 მმ, აუცილებელი იქნება, გაზრდილი ტვირთზიდვის ან მზავრნაკადის პირობებში, მატარებლების დაჩქარებული რეჟიმით გატარება.
სახვადასხვა ლინდის სიგანეების არსებობის პირობებში მსოფლიოში სამი სხვადახვა კონსტრუქცია გამოიყენება: ვაგონიდან ვაგონში გადატვირთვა, სპეციალური დომკრატებით სადგურების აღჭურვა (მატარებლების ურიკების შეცვლა), და წყვილთვალის ავტომატიურად გაშლა შევიწროება, რის დანერგვაზეც არის საუბარი.
სადღეისოდ ურიკების შეცვლის კონსტრუქციები, ყველაზე ფართოდ გამოიყენება, ძირითადად ყოფილი საბჭოთა სისტემის ევროპულ ქსელთან მიერთებისას, გააჩნია ნაკლოვანება, მოითხოვს სპეციალური სადგურისათვის დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას.
შეზღუდული რაოდენობით გამოიყენება წყვილთვალების ავტომატური გაშლა/ შევიწროების სიტემა, (ე.წ ტალგოს ესპანური კონსტრუქცია), გამოიყენება საფრანგეთი/ესპანეთის სარკინიგზო საზღვარზე, (1667/1435 მმ),
აღნიშნული ტიპის კონსტრუქციის ინსტალირება გათვალისწინებული იყო ფოთის ნავსადგურში, 2002-2003 წწ, მხოლოდ სატვირთო შემადგენლობებისათვის. (ამ კონსტრუქციას გააჩნია ეფექტი ძირითადად სატვირთო გადაზიდვებში), ფოთის ნავსადგურში იმ დროს ინსტალირება გაუკეთდა სპეციალურ მოედანს და მიღებული/ შეძენილი იყო სპეცილური თბომავალი.
პროექტის განხორციელებისას სირთულეს წარმოადგენდა, სპეცილიზირებული მოძრავი შემადგენლობის, საქართველოს რკინიგზის მთაგორიან რელიეფზე ექსპლუატაცია, რადგანად ასეთ ვითარებაში, მრუდებში ეკიპაჟის ჩაწერისას დამატებითი დინამიკური ძალები წარმოიქმნება. რაც საფრთხეს უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას. ამ თვალსაზრისით იმ დროს ამ პროექტის განხორციელება შეჩერდა.
რაც შეეხება, ბაქო - თბილისი - ყარსის მონაკვეთზე, რომელიც ხასიათდება უფრო რთული რელიებით, ასეთი ადაპტირებული სატვირთო ვაგონების გამოყენება - პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რაც შეეხება სამგზავრო გადაზიდვებში მათ გამოყენებას, აუცილებელი იქნება საცდელი ექსპერიმენტების ჩატარება . მხოლოდ ამის შემდგომ იქნება შესაძლებელი გადაწყვეტილების მიღება.