სოციალურ ქსელში ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ზლატკო დალიჩის მიმართვა გამოქვეყნდა, სადაც ის პოლიტიკოსებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს ეროვნული გუნდისგან თავის შორს დაჭერას მკაცრად სთხოვს. 51 წლის სპეციალისტს ძალიან აღიზიანებს ის, რომ პოლიტიკოსები ნაკრების წარმატებას საკუთარი იმიჯის გასაუმჯობესებლად იყენებენ.
ფეხბურთელთა ამ თაობამ აჩვენა, რომ გუნდს შეუძლია წარმატების მიღწევა, მიუხედავად თავისი ქვეყნის, ბიუჯეტისა და სტადიონებისა. ამ სიტყვებს ხორვატიაში რთული ვითარების გამო ვწერ. ეს არის ყველაზე გაჭირვებული ქვეყანა ევროკავშირში და მას მართავენ ადამიანები, რომლებსაც კავშირი აქვთ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან.ეს არის ქვეყანა, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მილიონმა ადამიანმა დატოვა. ქვეყანაში ბევრია პენსიონერი, რომელიც მთავარ საარსებო მოთხოვნილებებს ვერ იკმაყოფილებს, ახალგაზრდებს არ აქვთ განათლებისთვის საჭირო ფინანსები, ჯანდაცვის სისტემა თვალწინ იშლება, სასამართლო სისტემა კი - კორუმპირებულია.
მივმართავ პოლიტიკოსებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებმაც ადამიანები სასოწარკვეთილებამდე მიიყვანეს - თავი შორს დაიჭირეთ ხორვატიის ნაკრებისგან. არავინ გეპატიჟებათ გასახდელში, თქვენთან არც ფოტოსურათის გადაღება გვინდა და არც სხვა რამ.
სწორედ თქვენ აქციეთ ხორვატია ევროპის ერთ-ერთ ღარიბ სახელმწიფოდ.
ჩვენ გვყავს შვილები, რომლებსაც არასდროს უნახავთ ადრიატიკის ზღვა, მიუხედავად იმისა, რომ ხორვატიის ტერიტორიაზე 1000-კილომეტრიანი სანაპირო ზოლია. გვყავს შვილები, რომლებიც მშიერი იძინებენ, რადგან მათ მშობლებს არ აქვთ სამსახური და არ აქვთ საკვები.ვინც ქვეყანას ამ დღეში აგდებს, მათი გასახდელში დანახვა არავის სურს. გთხოვთ, პატივი ეცით ჩვენს გადაწყვეტილებას, ნუ ატარებთ ნაკრების ფორმას და ნუ იყენებთ ჩვენს წარმატებას საკუთარი იმიჯის გასაუმჯობესებლად", - დაწერა დალიჩმა.
https://popsport.com/article/5231-nu-itsvam...ikosebs-gaucqraეს ყოფილა კაცი!!!!

ჩვენში ჭიანჭველაც რომ არ ვარგა -©(მზიანი ღამე )

ირგვლივ მხოლოდ კორუფცია და ვაზელინობაა...

PUKE
პ და ს
მიმართვა დალიჩის სახელით სინამდვილეში ჟურნალისტმა იგორ პრიმუჟიჩმა მოამზადა, რომელმაც ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარა.
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3