#53290546 · 20 Aug 2018, 17:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ორიოდე კვირის წინ ვიქექებოდი ამ განყოფილებაში, რომ რაიმე ინფორმაციისათვის მიმეგნო, საბოლოო ჯამში არ გამომადგა არაფერი;
ზოგიერთი არ ფუნქციონირებდა. მაგ. ჰოლანდიიდან ''რია'' ვერ რიცხავდა თანხას.. სხვები ძალიან რთულ და ჩახლართულ სქემას მთავაზობდა. პირდაპირ ქართულ საბანკო ანგარიშზე დასმა გამორიცხული იყო, რადგან ძალიან ბევრი მიქონდათ... ''ვესტერნი'' ძველი, გაცვეთილი და ასევე ძვირია....
ერთი სიტყვით, ინეტში მივაგენი ამ სერვიზს და საკაიფოდ მუშაობს. პირდაპირ ჩემი ანგარიშიდან (ჰოლანდიის ბანკი), საქართველოში ვრიცხავ თანხას ზუსტად ისე როგორც - აქ ადგილზე. 100 ევროზე იკავებენ 5 ევროზე ნაკლებს.
დეტალები ქვევითაა.
QUOTE | უცხოეთიდან ევროს გადმორიცხვის მიღების ალტერნატიული არხი ქართველი მომხმარებელისთვის UniPAY-სგან
პირველად საქართველოში, კომპანია UniPAY-მ 2017 წლის ბოლოს მომხმარებლებს SEPA-ს ევროპული ანგარიში შესთავაზა. SEPA (Single Euro Payments Area), ევროპის 34 ქვეყანას აერთიანებს და ამ ქვეყნების მოსახლეობას საშუალებას აძლევს სხვადასხვა ევროპული ბანკიდან თანხა დაბრკოლებებისა და შუამავლების გარეშე გადარიცხონ და მიიღონ. UniPAY-მ სწორედ ამ გადარიცხვების არეალთან დააკავშირა საქართველო და მომხმარებლებს უნიფეის საფულეში ერთი ღილაკით ანგარიშის გააქტიურების საშუალება მისცა.
ვებ გვერდზე www.unipay.com დარეგისტრირებულ მომხმარებელს, მარტივად შეუძლია გაააქტიუროს პირადი SEPA-ს ანგარიში და მიიღოს ევროპიდან გადმორიცხული თანხა ზუსტად იმავე პირობებით, როგორც ევროპული გადახდების სივრცეში ანგარიშის მფლობელმა.
თუ ქართულ საბანკო ანგარიშზე ევროპული ბანკიდან გადმორიცხული თანხა აისახება 3-დან 5 სამუშაო დღეში და მოითხოვს შუამავალ ბანკებს, SEPA-ს ანგარიშზე თანხის მისაღებად მხოლოდ 1 სამუშაო დღე არის საჭირო და თანხა პირდაპირ შუამავალი ბანკების გარეშე ირიცხება. ასევე აღსანიშნავია, რომ მიმღებსა და გამგზავნს შეუძლიათ ოპერაციები ნებისმიერ ადგილას, ონლაინ ბანკით შეასრულონ დღის ნებისმიერ დროს.
SEPA ასევე ხელსაყრელი პროდუქტია იმ მეწარმეებისთვის, ვისაც სურვილი აქვთ ევროპაში თავიანთი პროდუქცია გაიტანონ, მომსახურება გაუწიონ ევროპაში მცხოვრებ ბიზნეს-პარტნიორს, ან SEPA-ს წევრი ქვეყნის ნებისმიერ მაცხოვრებელს. „SEPA ბიზნესისთვის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს აძლევს საშუალებას, მიიღონ გადახდები ევროპის 34 ქვეყნიდან |
--------------------
ქართველ ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნების წინააღმდეგნი არინ:
რუსები, სომხები, ბურუნდელები, კომორის კუნძულელები, კუბელები, ჩრდილოეთ კორეელები, ლაოსელები, მიანმარელები, ნაურუელები, ნიკარაგუელები, სუდანელები, სირიელები, ვენესუელელები, ვიეტნამელები, ზიმბაბველები, ბელორუსები.
|