მთელი დღე წყალი სვი და დრო როცა გექნება 1 საათი დაუთმე სიარულს ან ძუნძულს, 2-3 კილომეტრი საკმარისია,
და ცომიანები არ ჭამო, სხვა კიდევ ჭამე რაც გინდა და ეგ არის რაა, პური და პურიანი თუ მოგინდა მაინცდამაინც, ლავაშებს მიეტანე და ეგ არის
ხო ისე ტკბილს და შაქრიანებსაც თუ მოერიდები მთლად უკეთესი იქნება
რეალურად არც არაფერს იზღუდავ და არც ზედმეტად არ იღლი თავს, უბრალოდ დღეს უკვე გარშემო იმდენი საცდურია, მაგეებზე გამკლავებაც საქმეა უკვე
გაიხედავ, შაურმა,
გამოიხედავ, ბურგერები
საღამოს ძმაკაცი დაგირეკავს, პივა არ დავლიოთ შეჩემა,
თანამშრომლები შუადღეს ნაყინებს აპირებენ,
შიგადაშიგ კიდევ ვიღაც სადღაც გპატიჟებს და მოკლედ ჩემ შემთხვევაში ეგენი იყო მიზეზები, ხოდა კონტროლი როცა დავიწყე, მიდის ნორმალურად
არც ვიკლებ არაფერს უბრალოდ ინერციულად არ უნდა გაყვე და შენი გეგმაც გქონდეს და ეგაა რაა
აბა ხალხი როა თავს იკლავენ დიეტით და შიმშილისგან კანკალებენ, რო დაელაპარაკო, ხმას არ გაგცემენ, უჟმურები და გაბოროტებულები რო არიან, დაიკლებენ და მერე ერთი ჭამით ისევ უკან უბრუნდებიან ძველ წონას და მდგომარეობას

ეგრე არ გამოვა,
ნელნელა უნდა აკეთო ყველაფერი და ცხოვრება უნდა შეიცვალო თან ისე რომ არც ნერვები დაიზიანო, და არც რამე ისე არ მოინატრო, ბოლოს პათოლოგიური მიდრეკილება გაგიჩნდეს და გიჟივით არ დაეტაკო და ჭამო
და წყალი სვით სულ, ყველაზე მნიშვნელოვანია, არამარტო ზაფხულში, ზამთარშიც,
აი იმენა წყალი, და არაფერი სხვა,
წყალის შემცვლელი არაფერი არ არსებობს,
წ ყ ა ლ ი
ყოველთვის გქონდეთ მოდგმული წყალი, სადაც არ უნდა იჯდეთ, მოძრაობდეთ ან რავიცი, ეცადეთ ყოველთვის სვათ, ეცადეთ 40 წუთი არ გადააბათ ისე რომ ცოტა წყალი მაინც არ მოსვათ,
ხოდა ნახავთ რაა... შედეგი გაგაოცებთ
აგერ ეხლა ნაყინს ვჭამ და არც ვნანობ და არც არაფერს დამაკლებს ეს ნაყინის ჭამა, არაფრით არ ვიზღუდავ რეალურად თავს, შაურმაც რომ მომინდეს, გავალ და შევჭამ, უბრალოდ აღარ მინდება დაახლოებით 2თვეზე მეტია აღარ მომდომებია...
This post has been edited by Englaaand on 22 Jul 2018, 13:54