126 487 ლარი ავტომობილების შეკეთებისთვისხონის მუნიციპალიტეტი ავტომობილების შეკეთებისთვის ტენდერს აცხადებს. პრეიკურანტით გათვალისწინებული ბიუჯეტი 126 487 ლარია. აღნიშნული თანხა, სატრანსპორტო საშუალებების, მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის დაიხარჯება.
ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება 6 000 ლარზე გაფორმდება,
სატენდერო წინადადების ფასი კი წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის პრეისკურანტში მოცემული საქონლის და მომსახურების ერთეულის ფასების ჯამურ ღირებულების შესაბამისად.
"მიმწოდებელი" ვალდებულია სამუშაოები 2018 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით დაასრულოს.
ტენდერით 6 ავტომობილის შეკეთებისთვის გათვალისწინებული თანხაა :
მიცუბიში ენდევორი 3.8 2003წ - 18 530 ლარი;
ოპელ ვექტრა - 2.0 - 10 601 ლარი ;
ფორცვაგენ პასატი 1998 წ 1.8 - 41 965 ლარი;
მიცუბიში პაჯერო 3.0 - 18 573 ლარი;
იხილეთ სრული სია და დოკუმენტი:
http://www.imereti.news/19/918----
ესენი კარგად ხო არიან? 1998 წლიან პასატის შეკეთებისთვის 41965 ლარია გამოყოფილი???