დაგვიანებით,მაგრამ ყველა საჩხერელ და არმარტო საჩხერელ გულშემატკივარს ვულოცავ ამ პაწაწუნა გამარჯვებას...



“ჩიხურა” უმაღლესი ლიგისთვის ახლაც მზადაა
ბოლო წლებში ქართული პირველი ლიგის მუდმივი ფავორიტი საჩხერის “ჩიხურა”, წლეულს მაისში რანგით დაწინაურებასთან საკმაოდ ახლოს იყო. გუნდმა გადათამაშებაში მონაწილეობის უფლება მიიღო, სადაც ცხინვალის “სპარტაკთან” 1:2 წააგო. წინასასეზონო მზადების პროცესში, ზემოიმერლების მიერ წარმოებული სელექციით თუ ვიმსჯელებთ, გუნდი მზადაა იმისთვისაც, ბოლნისის “სიონის” დაუფინანსებლობის შემთხვევაში (შექმნილ სიტუაციაში, ამის ალბათობაც არსებობს), უმაღლეს ლიგაში ახალდასაწყები სეზონიდანვე ითამაშოს (შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ფინანსები ამ კლუბს სხვისთვის სახვეწნი არ აქვს).
სოსო ფრუიძის გაწვრთნილმა გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება ახალწვეულებთან ერთად დაიწყო. თუმცა, ”ჩიხურას” ბირთვი, რომელიც 3-4 წლის განმავლობაში ყალიბდებოდა, შენარჩუნდა. ლაშა ჭელიძეს, ჯაბა ბერიანიძეს, ნიკა კვასხვაძეს, ლაშა ნოზაძეს, გიორგი სალარიძეს, ლევან ბაკურაძეს უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე გამოცდილი ახალწვეული დაემატება.
შეგახსენებთ, რომ საჩხერლებმა მზადების პროგრამით ერთი სპარინგ-მატჩი უკვე გამართეს, რომელშიც მეტოქედ უმაღლესლიგელი თბილისის ”ვიტ ჯორჯია” ჰყავდათ. შეხვედრა, რომელშიც ყველა ზემოთ ნახსენები ფეხბურთელი ასპარეზობდა, 0:0 დამთავრდა. ხუთშაბათს და პარასკევს ”ჩიხურა” სხვადასხვა შემადგენლობით, ჯერ ”გაგრას” ესპარინგება, მერე ცხინვალის ”სპარტაკს”. კვიპროსულ შეკრებაზე გამგზავრებამდე ბოლო მატჩში ”გაგრელები” იმერელთა დუბლშემადგენლობას გაეჯიბრებიან.