უახლოეს მომავალში შესაძლოა საგარეო საქმეთა სამინისტრომ საელჩოებში მთავარი დიპლომატების ცვლილება განახორციელოს.
"პირველი რადიოს" ინფორმაციით, იმ დიპლომატების გარდა ვისაც კანონით უახლოეს მომავალში როტაცია უწევს შესაძლოა ის ელჩებიც დაემატონ რომლებიც ე.წ. კვირიკაშვილის გუნდის წევრები არიან.
დღეს ცნობილი ხდება რომ პირველი საკადრო ცვლილება უკვე განხორციელდა უკრაინა-საქართველოს საელჩოში და თანამდებობა დატოვა ელჩმა გელა დუმბაძემ, თუმცა უცნობია უკავშირდება თუ არა მისი გათავისუფლება "კვირიკაშვილის გუნდის" წევრობას.
დუმბაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს გავრცელდა - 2017 წლის ნოემბერში დუმბაძე მოულოდნელად შვებულებაში გავიდა. შვებულება სავარაუდოდ კიევში ქართველი ჟურნალისტების არ შეშვებას და ამასთან დაკავშირებით ელჩის იმ განცხადებას უკავშირდებოდა, რომელმაც კრიტიკა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ დუმბაძემ უკრაინაში ქართველი ჟურნალისტების არ შეშვებას უკრაინის ,,შიდა პოლიტიკური" გადაწყვეტილება უწოდა და განაცხადა, რომ ,,უკრაინას ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, არ სურს კიდევ უფრო ფართოდ მოხდეს პოლიტიკური სპეკულაციის ტირაჟირება,ამიტომაც გარკვეული პერიოდი შესაბამის რეჟიმს იყენებს.
გელა დუმბაძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად უკრაინაში 2017 წლის 15 ივნისს დაინიშნა. 2014-2016 წლებში ის დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა.
http://pirveliradio.ge/?newsid=109640