მეგობრებო, მოგეხსენებათ მე ქართული ოცნების ამომრჩეველი არ ვარ, მაგრამ ძალიან მომეწონა პრემიერის და ქალაქის მერის
ახლებური ხედვა და მათ მიერ წარმოდგენი კონცეფცია ქალაქის განვითარების მიმართულებით, რომლის ძირითადი მიმართულებაა
"მწვანე" ქალაქი ეი მეტი სიჯანსაღე, ნაკლები ბოლი..
ამ მიმართულებით იგეგმება, რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა და მათი ძირითადი მიზანია, რაც შეიძლება შემცირდეს კერძო ტრანსპორტი,
რაც შეიძლება განიტვირთოს ქალაქი და წინა პლანზე წამოიწიოს მოქალაქეების ჯანმრთელობამ, კომფორტულობამ საზოგადოებივი ტრანსპორტით
მგზავრობისას და გავხდეთ რასაც ჰქვია ნამდვილი ევროპული ქალაქი, სადაც ველოსიპედისტი იველოსიპედისტებს, მძღოლი იმძღოლებს და ქვეითი
კიდევ იქვეითებს..
რა თქმა უნდა ამ რეფორმას შეიძლება მოჰყვეს წინააღმდეგობებისა და უსიამოვნებების მთელი კასკადი, რამეთუ ჩვენი კონსერვატორი საზოგადოება
არასოდეს არის მზად მნიშვნელოვანი და ამავდროულად საჭირო ცვლილებებისთვის, თუმცა მე მჯერა რომ კალას და ბატონ მამუკას, აღმოაჩნდებათ
იმის ძალა და ენერგია რომ ამ წნეხს გაუძლონ, დასახული მიზნისკენ მტკიცედ იარონ და ბოლოს კონსერვატორსაც და ლიბერალსაც ერთ ხმაში დააკვრევინონ
ტაში, რაც რა თქმა უნდა საბოლოოდ ჩვენი ყველას ინტერესია.
ამავდროულად, ამ რეფორმას მოჰყვება წინააღმდეგობა მემარჯვენე, ე.წ ველური კაპიტალიზმის მიმდევრებისგანაც, რომლებიც თვლიან რომ ფულზე პრიორიტეტული არაფერია, თუმცა მე და ალბათ ბევრი ჩემთან ერთად, თვლის რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელიც გამოვიდა უკვე "მშენებარე" ქვეყნის სტატუსიდან და აღმოსავლეთ კი არა, დასავლეთ ევროპის ქვეყნებსაც კი ეჯიბრება მთელ რიგ საკითხებში, პრიორიტეტი უნდა იყოს ისეთი ეკონომიკური განვითარება რომელიც გარემოს არ დააზიანებს და ჩვენ ამ ნაბიჯით შეიძლება პიონერებიც კი გავხდეთ მსოფლიოში, რამეთუ ამერიკის პოლიტიკის ფონზე, იარსებებს ქვეყანა რომელიც ღიად დააფიქსირებს მის პოზიციას გარემოს დაცვის მიმართულებით და ესეც რა თქმა უნდა კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვებს ევროპასთან.
რავი ახლა პარტიულ ფანატიზმში არ ჩამითვალOთ და 2012 წლის შემდეგ, კალას და ბატონ მამუკას რომ ვუყურებ, პირველად ვიგრძენი რომ ქვეყანა მშენებარე და რეფორმებზე, საქმეზე დაგეშილი ხალხის ხელშია და შვებით ამოვისუნთქე. მადლობა ბატონ ბიძინას, ყველაფრის მიუხედავად, ბოლოს მაინც იყოჩაღა და დაალაგა ქვეყანა როგორც საჭირო იყო

პს აქვე ბმული მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცის რა კარგი რაღაც ინერგება ქვეყანაში ->
https://en.wikipedia.org/wiki/Green_economy This post has been edited by DATO1 on 24 Jul 2018, 14:27
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი