დაველაპარაკები კობერიძეს და დავარწმუნებ, რომ ყველაფერი სწორად წარიმართა, წესების მიხედვით და ზოგადი პრინციპებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ლევან კობერიძის იმ განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის ფორმა მიუღებელი იყო.
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა სხვა რომელიმე დეპუტატის გარიცხვას, ვინც ხმაურიან განცხადებებს აკეთებს, კობახიძე ასე პასუხობს: "მე უკვე ვთქვი, რომ ის, რაც გააკეთა ერთმა კონკრეტულმა დეპუტატმა სხვას არავის არ გაუკეთებია. ის იყო გარიცხვის საფუძველი, ასეთი საფუძველი სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს. თუ არის სხვა კითხვები მზად ვარ, რომ ვუპასუხო".
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ სამდივნომ დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/5...sarimartha.html"სოფია" მოწყვეტილია რეალობას და დღემდე ვერ ხვდება რა პოსტი უკავია.