მოკლედ , რასაც ვერ ვიფიქრებდი რომ ოდესმე მოვიდოდი, თუმცა მოვედი არა , მოვეთრიე !!
არვიცი რა მჭირს , გაორება, სიკვდილის შიში (მგონია რაღაც მჭირს)
მთელი დღეები დავბანცალებ, 6 დღეა ასე გრძელდება, წამოწოლილივლ ვიყავი ჩემთვის და უცებ აღმოვაჩინე რომ ვერ ვისვენებ , ავდექი და გავედი აივანზე , იქ უარესი დამემართა (2 თვეა ათენში ვარ და აქაურობა რომ მეუცხოვა სულ გადავირიე)
ყველაფერი დაიწყო მარიხუანას ბოლო მოწევიდან (ალბათ) რამოდენიმე დღე მოვიხმარდი და როგორც ასეთი “შიში“ სულ მქონდა , ამას დაერთო ადგილმდებარეობის შეცვლა, ქვეყნის.. და გავგიჟდი, ვხვდები რომ გავგიჟდი ან ბოლომდე არვარ კიდევ მისული..
სიზმარი მგონია ყველაფერი და თავს ვჩქმეტ რომ რეალობა ვიგრძნო თუმცა ვერ ვგრძნობ, სხვა პიროვნებად აღვიქვამ თავს, სარკეშიც ვეღარ ვიყურები მეშინია, ყველას ხმა მაღიზიანებს გავრბივარ, გავურბივარ კამათს არ შემიძლია , ეს ორი დღეა კოშმარებიც დამეწყო და ძილში ვყვირი.. სიგარეტის მოწევისაც მეშინია მგონია რაღაც არის გარეული, წამალი ავიღე“ გლიცინი“ უნდა დამელია და ვერ დავლიე ჩემ თავში ვერ დავრწმუნდი რომ ნამდვილად სწორად წავიკითხე სახელწოდება, რა მჭირს ვერ ვხვდები , 21 წლის ვარ შვილი მყავს , პატარაა და მასაც თითქოს თავიდან ვიშორებ არ შემიძლია ტირილის ან წუწუნის ატანა.. მგონია ვკვდები.. რა გავაკეთო ვისთან მივიდე საქართველოში რომ ვიყო ფსიქიატრთან წავიდოდი აქ რა ენაზე ავუხსნა ...
იქნებ რამე მირჩიოთ ვწევარ, ავდგები და სხვა სამყაროში ვარ .. მოკლედ ჰელფ მი