"არც ისე ტრაგიკული დროა 12 წელიწადი" - ივანიშვილის თქმით, 2030 წლისთვის გვეშველება
22:56 2018-07-24
პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ოცნებას ამხელს. ყოფილმა პრემიერმა „პირველი არხის" წამყვანს, მაკა ცინცაძეს GDS-ის სატელევიზიო პროექტი „20/30“ გაახსენა, რომელსაც, სწორედ, ცინცაძე უძღვებოდა.
„20/30“ გახსოვთ, მაშინ, შეგნებულად არ ვამბობდი დროს. მე ვფიქრობ, რომ 2030 წელს კიდევ დავუახლოვდით, დღეს, 5 წელიწადი გავიდა და არც ისე ტრაგიკული დროა 12 წელიწადი. ჩემი თუ გნებავთ მიზანი და ოცნებაცაა, რომ ამ 2030 წლამდე ჩვენ მოვახერხოთ, რომ მშპ ერთ მოსახლეზე გადანწილების მიხედვით 12 000-ს გადავაცილოთ. ეს დღევანდელთან შედარებით სამმაგი ზრდა იქნება. 10 000-ს მაინც რომ გადაშორდეს ჩემი აზრით, რეალისტურია. ამავე დროს, ევროკავშირის წევრობაც შეიძლება მოვახერხოთ 2030 წლამდე, მაგრამ ეკონომიკის გარეშე ამას დიდი ფასი არ აქვს და ალბათ ვერც მოვახერხებთ ეკონომიკური ზრდის გარეშე", - აცხადებს ივანიშვილი.
http://www.newposts.ge/?l=G&id=179861-%E1%...1%83%98,%202030.