ნინო მიქიაშვილი
22 სთ.
მძიმე ტექნიკა X საუკუნეში აშენებულ ციხე-ქალაქ კვეტერაში
შირიმის ქვით აშენებული, შაბიამნისფერი მოჭიქული კრამიტით გადახურული ტაძარი გარედან ხომ თვალწარმტაცია?! თქვენ შიგნიდან უნდა ნახოთ როგორი შთამბეჭდავია - პატარა ბავშვივით ვეფერებოდი კედლებს. მსგავსი არასდროს დამმართნია. ჩემი განცდები მეასეხარისხოვანია - გულში ვერ დავიტიე და გაგიზიარეთ.
ერისგან და ბერისგან უპატრონოდ მიგდებული ულამაზესი ტაძარი, ცამდე აწვდენილ გალავანშია მოქცეული. გალავნის გარშემო მონაკვეთი დამთვალიერებლებს მოსასაქმებელ ადგილად აქვთ მოწყობილი, იქვე ათასგვარი სიბინძურე და მოჭიქული კრამიტის ფილები ყრია.
კირ-ქვით აშენებული გალავნის რესტავრაციის დროს ბეტონი გამოუყენებიათ, რაც გალავნის დათვალიერების დროს ვნახე.
გუშინ ჯერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დავრეკე. იქიდან არქეოლოგიური ინსპექცია გამოუშვეს. ტრაქტორისტს მისმა ზედამხედველმა რომ უთხრა, ესენი აქედან რომ წავლენ, მერე გავაგრძელოთო, მერე შემეშინდა და 112-ზე დავრეკე. არქეოლოგიური ინსპექციის მოსვლამდე ახმეტის რიაონული პოლიციიდან მოვიდნენ. ოქმში ჩემი ხელით ჩავწერე, რაც მეათე საუკუნის ციხე-ქალაქში ვნახე.
ამ ყველაფრის ნახვის და წაკითხვის შემდეგ კიდევ გაქვთ ივნმეს კითხვები იმაზე, თუ რატომ არის ტაძარი უპატრონოდ მიგდებული?!
ბოლოთქმა - კვეტერაში მე და Giorgi Wamaladze ჩასულები ვიყავით ვიდეორგოლების ახალი ციკლისთვის "ნახე საქართველო ობიექტივთან ერთად" მასალის გადასაღებად
[YOUTUBE]WR1G-OxI0OY&t[/YOUTUBE]
ვერ მივხვდი ლინკი რატომ არ ჩაისვა
https://www.youtube.com/watch?v=WR1G-OxI0OY&t=27s This post has been edited by Lаki on 26 Jul 2018, 12:01
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3