ამ ბოლო დროს იმდენი კარგი ნიუსები მოდის მერიიდან, რომ ცოტა მიკლია და კალაძის გულშემატკივარი გავხდები.
ერთი 2 თვის უკან ვწერდი, რომ მეიდანზე ასაღები იყო პარკინგი, ისტორიულ მოედანზე მანქანას არფერი ესაქმება.
ხოდა ესეც ერთ ერთი ნიუსი
My Webpageრისი აშენება იგეგმება მეიდანზე?!
კულუარული ინფორმაციით, ძველი თბილისის ტერიტორიაზე, კერძოდ, მეიდანზე არსებული პარკინგის ხელშემწყობი ზონა, რომელიც ყოველდღიურად რამდენიმე ასეულ მანქანას ემსახურება (მძღოლი ტოვებს ტერიტორიაზე მანქანას და კომპანია "ვალეტ პარკინგის" თანამშრომლებს ავტომობილი გადაჰყავთ მიწისქვეშა პარკინგზე), უქმდება და მის ნაცვლად კვების ობიექტის აშენება იგეგმება.
ბუნებრივია, ინფორმაციის გადამოწმება მერიაში ვცადეთ და მერიის ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი თავართქილაძეს დავუკავშირდით:
- ბატონო ირაკლი, ადასტურებთ ინფორმაციას, რომ მეიდანზე პარკინგის ხელშემწყობი ზონის გაუქმება იგეგმება და ამ ტერიტორიაზე ახალი კვების ობიექტი უნდა აშენდეს?
- კვების ობიექტის მშენებლობაზე არასწორი ინფორმაცია გაქვთ. ამ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა იგეგმება, რომლითაც როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე ტურისტები უფასოდ ისარგებლებენმშვენიერია! მალე მეიდანზე, როგორც სხვა ცივილურ ქალაქებში, პარკინგი აღარ იქნება.
გუშინწინ მოვუსმინე ახალ სატრანსპორტო გეგმას. მერიის განცხადებით ახალ სატრანსპორტო გეგმაში პრიორიტეტები ასე გადანაწილდებაო. მთავარი იქნება ქვეითი, შემდეგ ველოსიპეტი, შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სულ ბოლოს კერძო ავტომანქანაო.
ანუ ეგ რას ნიშნავს? ეგ ნიშნავს იმას რომ ქვეითს აღარ მოუწევს მიწისქვეშ ჩასვლა, ან ხიდზე ასვლა, რომ გზა გადაკვეთოს, არამედ მანქანას მოუწევს შუქნიშანზე გაჩერება, რომ ქვეითი გადაატაროს ქუჩის მეორე მხარეს.
აი თუ კალაძემ რუსთაველზე მიწისქვეშები დაკეტა რუსთაველის ქუჩაზე და მათ მაგივრად ზებრები დახზა, თავის შუქნიშნებით, გპირდებით რომ ყველა უწმაწურ სიტყვას, რაც აქ დამიწერია, უკან წავიღებ და კალაძის ფანი ვიქნები, შემეჯიბრონ მერე დეგა და ჩოჩნხის მზერა.
მიდი, კალა, შენ თუ ის შეძელი, რაც ამ გეგმაში არის, შენ იქნები მიშას მერე ქვეყნის ყველაზე დიდი რეფორმატორი. თბილისში მანქანების დამარცხება, ეს იქნება მენტალური რევოლუცია, ქურდული სამყაროს დამარცხებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი. დაჟე იმას გპატიობ რომ ტრამვაიზე ერთი სიტყვაც არ თქვი.
მადლობა ევროპის რეკონსტრუქციის ბანკს და მადლობა ევროექსპერტებს, რომ როგორც იქნა მერიის მოქცევა შეძლეს.
This post has been edited by brutal_88 on 26 Jul 2018, 09:14