#53164984 · 27 Jul 2018, 09:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ალექსანდრე ხოჯევანიშვილი - ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზე როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსაფრთხოდ გადაადგილება შესაძლებელია 08:41 27-07-2018 ალექსანდრე ხოჯევანიშვილი - ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზე როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსაფრთხოდ გადაადგილება შესაძლებელია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფელ ხაიშში მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მიერ გადაკეტილი გზის მონაკვეთზე მოძრაობა სრულად აღდგენილია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას. გზები გახსნილია. როგორც ტურისტებისთვის ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსაფრთხოდ გადაადგილება შესაძლებელია“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ალექსანდე ხოჯევანიშვილმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები სოფელ ხაიშში მოსახლეობის უსაფრთხოებას მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფდნენ.
ეს ის ხოჯევანიშვილია არაა ვანო მერაბიშვილი რო ორ გვამს ითხოვდა და შესასრულებლად გარბოდა??? თუ ვცდები სადღაც ვიდეო კადრებიც არსებობს
--------------------
გამპრავებლებო ყველა ქვეყნისავ შეგეცით!
ფაციფუცში ნარმანია გაგვეპარა თან კარგ თანამდებობაზე
|