მოდით განვიხილოთ რატომ არის საქართველოში საშუალო ფენა ძალიან დაბალი პროცენტი და ისიც ღარიბი.
რა ეკონომიკური პარამეტრები ახდენს გავლენას ამაზე
რა პოლიტიკური კლიმატი იწვევს მსგავსს
რა შანსი აქვს მოქალაქეს საქართველოში იცხოვროს ნორმალურად.
განვიხილავ საშუალო ზომის ოჯახს, რომელიც ქართულ რეალობაში საშუალო ფენას წარმოადგენს.
მაგ:
ოჯახის შემოსავალი - 7-10 000 ლარი (ცოლი/ქმარი)
ბავშვების რაოდენობა - 3 ან 4 (დემოგრაფიაც რომ გაასწორონ)
საცხოვრებელი - თბილისი
ქონება - 3_4 ოთახიანი ბინა ( იპოთეკით ნაყიდი)
მანქანა - 1 ცალი
წესით ასეთი ოჯახი საქართველოში საშუალო ფენად ითვლება, თუმცა რელურად რომ შევხედოთ ღარიბია.
მოდი დავთვალოთ ხარჯები:
1) იპოთეკა - 2000 ლარი მინიმუმ - 10 წელი სულ ცოტა
2) თუ კერძო სკოლა/ბაღში არიან ბავშვები - 2000₾ მინიმუმ
3) ჭამა დღეში - 100 ლარი (20₾ კაცზე) - 3000₾
4) საწვავი და მანქანის ხარჯი - 300₾
5) კომუნალურები - 200₾ ზაფხული
6) ჰიგიენა და ჩასაცმელი - 1200₾ საშუალოდ- 5 ადამიანზე
ანუ ჯამში გამოვიდა - 8-9 ხარჯი, აქ არ არის გართობა/დასვენება შესული და სამედიცინო ხარჯები.
წლიური 10%+ ინფლაციით, 4_5 წელში ეს შემოსავალი ნახევრდება და საშუალო ფენიდან(რომელიც ისედაც ღარიბი იყო) გადადის დაბალ ფენაში.
საქართველოში დეპოზიტები ძალიან ცოტას თუ აქვს
ბანკის სესხი ისეა აწყობილი რომ ძურითადად იფარება პროცენტი თავიდან და რეფინანსირება ტუ გაიზარდა შეიძლება 2 წლის მერე ისევ საწყის ციფრზე დაჯდე
ყველას ნუ ამოიყვან ტალახიდან, ზოგი მისი ბინადარია.