სანამ თემის მთავარ არსზე გადავიდოდეთ მოკლედ განვმარტავ რას ნიშნავს ნატოს წევრობა
თუ არ გვესმის რა არის საჭირო ნატოს წევრობისთვის ეს ნიშნავს იმას რომ არ გვესმის სად შეიძლება მოგვაყენოს დარტყმა რუსეთმა
ნატოს წევრობა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ნატოში გაწევრიანება არის კომპლექსური პროცესი და რამოდენიმე ეტაპს მოიცავს რომლებიც სხვა და სხვა თანმიმდევრობით შეიძლება შესრულდეს
უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ალიანსის ყველა წევრი ქვეყანა ეთანხმებოდეს ახალი წევრის მიღებას
ასევე ალიანსის ნებისმიერ წევრს შეუძლია დამოუკიდებლად წამოაყენოს ალიანსში მისაღები წინაპირობა
ასე მაგალითად საბერძნეთმა დაბლოკა მაკედონიის წევრობა ქვეყნის სახელის გამო
3 მცნება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ალიანსი ხაზს უსვავს 3 ძირითად პირობას რომლებსაც ნატოს ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ:
1 დემოკრატია
2 ინდივიდუალური თავისუფლება
3 კანონის უზენაესობა
ნატოს ხელშეწყობა წევრობისთვის
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ნატოს წევრობის მსურველ ქვეყნებისკენ ალიანსი 3 ძირითად ნაბიჯს დგავს
1 ინტენსიური დიალოგი
2 მაპი - წევრობისთვის სამოქმედო გეგმა
3 ქვეყნის ოფიციალური მიწვევა ალიანსში წევრობისთვის
1 ინტენსიური დიალოგი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ინტენსიური დიალოგი არის ნატოს ალიანსის ინტენსიური თანამშრომლობა წევრობის მსურველ ქვეყნებთან და მათთან ერთად მუშაობა ქვეყნის შესამზადებლად პირველ ეტაპებზე
ინტენსიური დიალოგი არის ფაქტიურად შემზადება მაპისთვის - სამოქმედო გეგმისთვის
2 მაპი - წევრობისთვის სამოქმედო გეგმა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მაპი ანუ სამოქმედო გეგმა არის ნატოს წევრობის ბოლო ეტაპი თუმცა მაპის ზოგიერთი პუნქტი შეიძლება მაპის მიღებამდე შეასრულოს ქვეყანამ ასე მაგალითად საქართველოს 2-ე პუნქტი უკვე ასრულებული აქვს
მაპის მიღების შემდეგ წევრობის მსურველი ქვეყანა პერიოდულად აბარებს ანგარიშს ნატოს ალიანსს რამოდენიმე ძირითად საკითხში მიღწეულ პროგრესზე
ეს საკითხებია
1 ქვეყნის სურვილი გადაჭრას საერთაშორისო ეთნიკური თუ შიდა ტერიტორიული კონფლიქტები სამშვიდობო გზებით
2 ქვეყნის უნარი წვილი შეიტანოს ალიანსის თავდაცვასა და მისიებში
3 შეიარაღებული ძალების საკმარისი რესურსები და დასახული მიზნების ასრულების უნარი
4 საიდუმლო ინფორმაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის უნარი
5 ქვეყნის კანონმდებლობის ალიანსთან თავსებადობა
ამ 5 ძირითად საკითხებში პერიოდული ანგარიშის ჩაბარების პროცესში ნატო საპასუხო ანგარიშს წარადგენს ქვეყნის მიმართ იძლევა ტექნიკურ რჩევებს და აფასებს ქვეყნის პროგრესს პერიოდულად
3 ოფიციალური მოწვევა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მას შემდეგ რაც ნატოს წევრი ყველა ქვეყანა გადაწყვეტს რომ წევრობის მსურველი ქვეყანა აკმაყოფილებს წევრობისთვის სამოქმედო გეგმის (მაპის) 5 პუნქტს ალიანსი ოფიციალურად იწვევს ქვეყანას და ხდება ქვეყნის ნატოში გაწევრიანება
საქართველო 2006 წლიდან "ინტენსიური დიალოგის" ეტაპზეა ჯერ კიდევ
თუმცა 1994 წლიდან ჩართულები ვართ ნატოს სამშვიდობო მისიებში და ამგვარად მაპის როგორც მინიმუმ 2-ე პუნქტს 100%-ით ვაკმაყოფილებთ უკვე
სააკაშვილმა სამწუხაროდ რუსეთის 080808 პროვოკაციაზე წამოგებით ეჭვქვეშ დააყენა ქვეყნის უნარი შეასრულოს მაპის პირველი პუნქტი თუმცა არის ნიშნები იმისა რომ დღევანდელი მთავრობა ამის გამოსწორებას ცდილობს
მოდით ამ თემაში განვიხილოთ როგორ იქცევა რუსეთი ნატოს წევრობის მსურველი ქვეყნების წინააღმდეგ
რა ბერკეტები აქვს რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ
რა ბერკეტები აამოქმედა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ წარსულში?
ამგვარად მოვახდინოთ პროგნოზირება და გათვლა იმისა თუ რას უნდა ველოდეთ რუსეთისგან
განვიხილოთ სხვა და სხვა ქვეყნები და როგორ მოიქცა ამ ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთი
აჰა მე დავიწყებ
მონტენეგრომ 2006 წელს სერბეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა
2009 წელს მიიღო მაპი ნატოსგან
2015 მონტენეგრომ ნატოსგან ოფიციალური მოწვევა მიიღო რის საპასუხოდაც პუტინმა გამოაცხადა რომ მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება "საპასუხო ქმედებებს" გამოიწვევდა
2016 წელს მონტენეგრომ ოფიციალურად ხელი მოაწერა ნატოში გაწევრიანების პროტოკოლს
2016 წლის ოქტომბერში მონტენეგროში დააპატიმრეს 20-ზე მეტი პიროვნება მათ შორის 2 რუსეთის მოქალაქე რომლებსაც ბრალი დაედოთ მონტენეგროს საპარლამენტო არჩევნების დღისთვის სამხედრო გადატრიალების დაგეგმვის მცდელობაში
2017 წლის ივნისში მონტენეგრო ნატოს წევრი ქვეყანა გახდა
მონტენეგროს ნატოში მიღების დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გააკეთა სადაც ნათქვამია რომ "მონტენეგროს მთავრობის მიერ მიღებული მტრული გადაწყვეტილების საპასუხოდ რუსეთი იტოვებს უფლებას საპასუხო ნაბიჯები გადადგას საჭირო მომენტში პოლიტიკურად თუ ფიზიკურად ყველა ქმედებას უკუქმედება მოყვება"
მონტენეგროს ნატოში მიღების შემდეგ მონტენეგროსა და რუსეთს შორის უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია
მონტენეგრომ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა რამოდენიმე რუს ოფიციალურ პირს მათ შორის დიმიტრი როგოზინს ნიკოლაი პატრუშევს და რამზან კადიროვს
აპინეთ
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)