გააჩნია როგორ მიუდგები საკითხს. მაგალითად 1080ტი რა ფასად უნდა იანგარიშო? აქ დევს რაღაცა ვერსია 1150 ლარად, სხვა ვერსია იყო 1300-ად, არის კიდე 1500-ებად, თუმცა ცხადია ეს არ არის რეალური ფასი, ეს დაგდებული ფასია, რადგან მაინინგის გაბანძების გამო გამოყარეს გასაყიდად კარტები და რადგანაც ამდენი კარტა არავის უნდა, ამიტომ ყიდიან მუქთად.
ხოდა აქედან გამომდინარე ვანგარიშობ იმ ფასად, რა ფასად შესაძლებელია გაყიდვა, და არა იმად, რაც რეალურად ღირს. ხოდა თუ მართლა გაყიდვა გინდა მეტად არამგონია გაიყიდოს და თუ უბრალოდ რეალური ფასი გაინტერესებს, მაშინ 9000 ლარზეც ავა.
არის კიდე კომპლექტაციის საკითხი. მაგალითად მეც დაახლოებით იგივე ფასის კომპიუტერი მაქვს, მაგრამ 2 ცალი 1080ტი მიყენია და რაიზენის პროცესორი, ეკრანი კი 4კ 32 ინჩიანია, რომელი კომპლექტაციაა უკეთესი? მართალია მხოლოდ 16გბ ოპერა მაქვს, მაგრამ იმასაც ვერ ვხვდები ეგ 64 გბ ოპერა რაში უნდა დატვირთო.......
This post has been edited by უძინარი on 27 Jul 2018, 01:49