#53169223 · 28 Jul 2018, 00:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ანდრეი ტარკოვსკი რომ უდიდესი რეჟისორია ამის თქმა რა თქმა უნდა აღმოჩენა არ არის, მაგრამ ეს არამხოლოდ უდიდესი რეჟისორია არამედ გამოხატავს კინოში საკუთარ ინდივიდუალურ პიროვნულ გზას, როგორც ყოველი ნამდვილი ხელოვანი. მისი კინო საკუთარი ცხოვრების ტრაგიკულია პოეზია. ნოსტალგია ალაბთ გრანდიოზული ნიმუშია ამის. ერთი შეხედვით ფაბულა მარტივია. იტალიაში ჩასული რუსი მწერალი განიცდის სამშობლოს ნოსტალგიას და მუშაობს რუსი მუსიკოსის ბიოგრაფიაზე, მაგრამ ამ ანოტაციამ არ მოგატყუოთ. ეს არის ბედნიერების, აზრის და არსებობის ნოსტალგია ღრმად გაღვივებული პიროვნულ ეგზისტენციალურ კრიზისში და კაცობრიული გზების ძიება, რომელიც ორმოსკენ მიდის და სადაც არის ჩავრდება. პერონაჟი რომელიც მთვარი გმირია თავად ტარკოვსკია და მისი ბუნებრივი ნატურა. გრანდიოზულია მისი იგავი ჭაობის შესახებ. ერთი ადამიანი მეორეს ჭაობიდან ამოყვანაში დაეხმარება და როდესაც ამოიყვანს ის უსაყვედურებს, რადგან ის ჭაობში გრძნობს თავს კარგად. ალაბთ ამ ფილმს ადამინები ბოლომდე ვერასდროს შეიცნობენ და გააითავისებენ, რადგან მათ უყვართ ჭაობი. ასევე არასდროს დამავიწყდება პაველ სასნოვსკის წერილი, რომელში აღწერილი სიზმარი იმდენა ღრმა და შემაძრწუნებელია რომ უამრავ ჭრილობას ხსნის მოაზროვნე ადამნისთვის და ალაბთ ტარკოვსკიმ საკუთარი სათქმელიც ამ წერილით თქვა რომელიც ასე წააგავს კაფკას ნაწარმოებებს. რეჟისორები კადრებით და ესტეტიკით მანიპულირებს და ასეთი ბევრი არა მაგრამ არსებობენ. ტარკოვსკი ჯადოქარია. ნოსტალგიაში თვითოული კადში ნივთები, გარემო ხმა და განლაგება იფერფლება, იტანჯება, ღრმა და ტკივილან ელფერს დაატრებს. თიტქოს არსებობა ტირის და შენც უნდა აგატიროს, ღრმად ჩაგფიქროს. უზარმაზარ ტანჯვაში არსებული უდიდესი სიწმინდე. ასე შეიძლება აღვიქვათ მისი შემოქედება და ნოსტალგია ზოგადად. სიზმრისეული ბურანი, ნისლში და წვიმის ნელ და მწველ რუდუნებაში ჩაძირული ტანჯული სულის შეშლილობა. ნელი და ჩუმი დამღლელი სიცოცხლე, რომელიც ეძიებს ყოფიერების აზრს. ბოლო კადრი კი შემაძრწუნებელია. თიტქოს პერსონაჟის გაშეშებული მუდმივობაა, რომელიც მის სულს გამოხატვს. როგორც ვთქვი ტარკოვსკი ძალიან ინტიმური შემოქედეია და ბოლომდე ალბათ ვერასდროს გავიგებთ თუ რა იდო ნოსტალგიაში ისევე როგორც მის კიდევ ერთ უდიდეს ქმნილებაში სარკე.
--------------------
გოგი ვარ ეს აკკაუნტი მაჩუქა night-blue მ 10/02/2018 მდე რაც კი რამე დაწერილა ამ აკკაუნტიდან ყველა მესიჯი ეკუთვნის მასე 10/02/2018 ის მერე უკვე გოგის პოსტებია!!!
|