#53174396 · 29 Jul 2018, 07:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება, და ზოგადად ბლოკი NATO არის რუსეთის წინააღმდეგ, და როდესმე რუსეთს დაუპირისპირდება, თუ საქართველო თუ ნატოში შევა, არ არის ასე.
რეალურად, ნატო ფართოვდება აღმოსავლეთით შემდეგი მიზნით:
როდესაც რუსეთი დაიშლება, და არავითარი ნატო-რუსეთის ომი ამას არ დასჭირდება, მის აღმოსავლეთს ურალს იქით (ან მინიმუმ ბაიკალს) იქით წაიღებს ჩინეთი და იაპონია.
რაც დარჩება, იმ ტერიტორიაზე დაიწყება დიდი ქაოსი და გაჩნდება რამდენიმე ახალი ქვეყანა.
აი, ზუსტად ეს ქაოსი რომ არ მოხდეს და მოხდეს ყველა იმ ძალების გაკონტროლება, რომლებიც რუსეთის ადგილზე აღმოცენდება, (ძირითადად ისლამისტური, და ნარკოტრაფიკული) , ალიანსი მზად უნდა იყოს ამისთვის - ინფრასტრუქტურულად, ეკონომიურად და რაც მთავარია პოლიტიკურად.
აი ამიტომ არის საქართველოს ნატოში ყოფნა აუცილებელი იმათთვისაც და ჩვენთვისაც.
ამიტომაც, საქართველო აუცილებლად შევა ნატოში და მოგვიანებით, მაგრამ ასევე აუცილებლად მოხდება ქვეყნის სუვერენიტეტის გავრცელება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
სხვა გამოსავალი არ არის. რუსეთის იმპერია ვერ გადაურჩება დაშლას. რუსეთის მხარეს დადგომა ნიშნავს ამ ქაოსის ეპიცენტრში აღმოჩენას. არც ნეიტრალიტეტი არ მოგვცემს არაფერს.
ამოტომ, მხოლოდ ნატო-ში გაწევრიანებაა ერთადერთი პერსპექტივა!
--------------------
ნაცები=ქოცებს
|