#53176500 · 29 Jul 2018, 16:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თუნდაც საპატრიარქოს საკითხი ავიღოთ, ეს არის ინსტიტუცია რომელიც ბიზნესად იქცა, მიუხედავად ამისა სახელმწიფოც სირაქლემას პოზას ამჯობინებს(აგრძელებს მათ დაფინანსებას და არ ახდევინებს გადასახადებს) და ხალხიც, რომელიც გაჭირვებით დაბრმავებულია სხვა გზა ვერ ხედავს თუარა ეკლესიას სთხოვოს დახმარება.
თუნდაც პოლიტიკოსები, რომლებიც წლებია ფულს იპარავენ დღისით მზისით და ვითOმც არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
თუნდაც ჰაერი რომელიც უკვე გაზის კანტორას წააგავს.
უმრავლესობა ამ ქვეყანაში ვერ არჩევს თეთრს და შავს, ის ვერ არის მომთხოვნი და საკუთარ პრობლემებსა და გაჭირვებას ვერ აგვარებს პოლიტიკოსებთან. უმრავლესობა მიძინებულია და დაკარგული აქვს საკუთარი თავის რწმენა, ის მიყვება დინებას, დინებას რომელსაც არაერთხელ გაყვა, მაგრამ ამ დინებამ არსად არ მიიყვანა.
რა მდგომარეობაშიც ვართ დღეს ჩვენი-ხალხის ბრალია, ეს ჩემთვის არის ფაქტი და არა იდეა.
სანამ არ ვისწავლით რომ ერთის დაღუპვა-ყველას დაღუპვაა. სანამ არ ვისწავლით რომ არავის უსამართლობაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ, მანამდე ეს გაგრძელდება და არ დასრულდება.
ერი ან ერთად დგას ან ცალ-ცალკე, როგორც დღეს საქართველოში. ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, საერთო საქმეზე სამწუხაროდ ძალიან მცირე ნაწილი წუხს და მოქმედებს.
|