კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ 2022 წელს. დაესწარით მრავალ ახალ წელს ბედნიერად.
ცოტა რომ გავერთოთ/გადავერთოთ მგონი არგებს სულსაც და გულსაც.
1. ჩემთვის ყველაზე მთავარია....
2. მიყვარს ჩემი საცხოვრებელი ადგილი იმიტომ რომ...
3. მადლობა მინდა გადავუხადო.
4. მინდა ასეთი იყოს ჩემი სამყარო/ქვეყანა/ქალაქი/სოფელი.
5. სულ მარტოც რომ დავრჩე ასეთ ქმარს/ცოლს არასოდეს შევირთავ.
6. გამონათქვამ(ებ)ი რომელიც ყველაზე ძალიან მომწონს.
7. ერთი სიცილის/ღიმილის ფოტო კინოფილმებიდან.(რომელიც მომწონს)
8. მინდა სადღეგრძელო ვთქვა...
9. მაქვს ერთი კითხვა.
10. ჩემი სურვილი.
11. სამყარო მშვენიერია როცა მაქვს / მყავს / ვხედავ ....
12. ეს რომ მახსენდება სულ მეცინება/ვნანობ/მეტირება.
13. ადამიანს რომელმაც მიწა იყიდა და დასახლებას/სახლის მშენებლობას იწყებს ვურჩევდი.
14. ჩემთვის მნიშვნელოვანია როგორი საძინებელი მაქვს, ჩემთვის სამზარეულო უფრო მიშვნელოვანია, ჩემთვის სამუშაო კაბინეტია მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანია აბაზანა, მისაღები ოთახი უფრო მნიშვნელოვანია.
15. რა დამიშავა(დაგვიშავეს) ბიზანტიის, მონღოლეთის, ოსმალეთის, რუსეთის(+სსრკ),სხვა იმპერიებმა. რა დამიშავა შინაურმა თავგასულმა ბატონებმა. ანუ, პოლიტიკური ბოღმა თუ არ გამაჩნია რა აზრი აქვს ცხოვრებას.
16. ჩემი ქვეყნის ბედი მადარდებს.
17. გადავიღებდი ფილმს, დავდგამდი სპექტაკლს, მიუზიკლს.(რის/ვის შესახებ)
18. ეხლა მეძინება წავალ ჩემს ცოლშვილს/ქმარშვილს/ბებიას/ან სხვა, ჩავეხუტები და დავიძინებ.
19. ეხლა მეძინება წავალ 20 ლიტრიან პლასტმასის ბოცას თბილი წყლით გავავსებ, ლოგინში ჩავიგორებ და დავიძინებ.
20. ეს ცხოვრება წრე ყოფილა, ამიტომ პრობლემების დროს ენციკლოპედია დაგეხმარება.
უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.
თორმეტმა ამირჩია. ერთზე გავიფიქრე იუდაა მეთქი და არ შევმცდარვარ.
ესენი უნდა მახსოვდეს.