ფორესტერით გადავედი შარშან. ზედ უღელტეხილზე ნისან მარჩი დამხვდა საშვილიშვილოდ მიტოვებული.
კარგ ამინდში თეორიულად გაივლი, განსაკუთრებით რთული რელიეფი არ არის, მაგრამ გზა დიდწილად არის ძველი დაგებული (საბჭოთა) ასფალტის ნანგრევები-ძალიან გაფუჭებული. ანუ გრუნტი რომ იყოს ეგეც კი აჯობებდა რა.
ნაღდად არ ვიცი წვიმიან ამინდში რა ხდება მანდ.
მეორემხრივ, როგორც ვიცი ჩვეულებრივი ქალაქის მანქანებითაც დადიან (ნუ - მაგალითად, თუშეთში მიმავალი ჟიგულიც შემხვედრია მე პირადად მაგრამ არ ნიშნავს რომ კარგი იდეაა

) .
ახლა დასკვნა:
თუ გადახვედი მაინც გაითვალისწინე რომ რისკავ - სავალ ნაწილს, შესაძლო ჩარჩენას - თუ ამინდი აირია - მითუმეტეს გაწვალდები. ანუ თუ გასართობად-გასატესტად 1-2 ადამიანი მიდიხართ და ძალიან დატვირთულები არ იქნებით (წონის პონტში) საკუთარ რისკზე და მანქანა ძალიან არ შეგეცოდება (ანუ მზად იქნები რომ ჩამოსვლისთანავე სავალ ნაწილს დიაგნოსტიკა ჩაუტარო

) შეიძლება გატესტო. თუ საქმისთვის ფიქრობ რომ მოკლე გზით მოჭრი - მაშინ არ გიღირს.
თუ მაინც გადაწყვეტ, მეტი თავდაჯერებულობისთვის ნორმალურ "ზაპასკას" ჩავაგდებდი მანქანაში (არა იმ წვრილ გასაბერ ბუშტს რაც დღეს მანქანებს მოყვება

)
პს. მე შეიძლება ზედმეტად ფრთხილი ვარ, სხვებმაც დაწერონ აზრი.
This post has been edited by lemona on 31 Jul 2018, 09:54