23 ივლისს დამასკში მოლაპარაკებები გამართეს სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკისა და სირიის პრეზიდენტებმა. ანატოლი ბიბილოვმა და ბაშარ ასადმა ხელი მოაწერეს სახელმწიფოთაშორის შეთანხმებისა და თანამშრობლობის დოკუმენტს
იური ვაზაგოვი, ექსპერტი სამხრეთ ოსეთიდან, „ეხო კავკაზას“ ეუბნება, რომ 
სირიასთან სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად უნდა იქცეს, იმისათვის რომ სულ უფრო გაფართოვდეს სამხრეთ ოსეთის აღიარების არეალი„ეს არის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში. გარდა ისტორიული ასპექტისა, არსებობს პოლიტიკური ასპექტიც. მიუხედავად ომისა, მიუხედავად სანქციებისა, სირია ძველებურად იკავებს მნიშვნელოვან ადგილს რეგიონში. აქვს მჭიდრო კავშირები ახლო აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოებთან და, შესაძლოა, ის სამხრეთ ოსეთისთვის დასაყრდენ წერტილად იქცეს“.
https://www.radiotavisupleba.ge/a/ბიბ...