
ზედგამოჭრილია შენისთანებზე მიხეილ ჯავახიშვილის ეს ციტატა:
მიხეილ ჯავახიშვილი ქართველების ხასიათის შესახებ
მიხეილ ჯავახიშვილი ქართველების ხასიათის შესახებ:
"რუსმა ქართველს სცემა. საქმე მოსამართლემ გაარჩია. ჰკითხა: შენა სცემე თუ შენ? - ქართველმა დაასწრო:
- მე ვცემე. სულ დავუსისხლიანე თავპირი.
- თავპირი შენა გაქვს დასისხლიანებული - უთხრა მსაჯულმა.
- თავპირში მე გავკარი ორიოდეჯერ - ჩაერია რუსი. - მაგან კი ნეკნები ჩამიმტვრია. ფილტვები დამიხეთქა. ვეღარა ვსუნთქავ. ვაიმე დედა! დასაჯეთ, თორემ მოუკლავს არ გამიშვებს. - კრუსუნებდა რუსი.
- მართალს ამბობს. - მიუგო ქართველმა. - კინაღამ მოვკალი და არც მრმე დავაკლებ.
- მაშ შენ ყოფილხარ დასასჯელი.
- დიაღ, მე დამსაჯეთ. მაგრამ გთხოვთ ოქმში ჩასწერეთ, რმ მე ვცემე მაგასა.
ქართველმა დიდი ჯარიმა გადაიხადა. სამაგიეროდ ყველგან იკვეხნიდა გამარჯვებას. აი სხვაობა რუსსა და ქართველს შორის."
კოჯრის სამხედრო ნაწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ბერბერაშვილი აკეთებს.
პოლკოვნიკი აცხადებს, რომ სამხედროებს შორის ფიზიკური დაპირისპირება 6 საათისთვის მოხდა. დაშავებულია 4 სამხედრო, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
„საღამოს 6 საათზე სამხედრო მოსამსახურეებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. და მიღებული დაზიანებებით გადაყვანილი იქნენ საავადმყოფოებში. დაშავებულია 4 სამხედრო მოსამსახურე. მიღებული აქვთ დაზიანებები. გამოძიება საწყის ეტაპზეა,“-განაცხადა ირაკლი ბერბერაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე ის ვერ ისაუბრებს.
ირაკლი ბერბერაშვილი ადასტურებს, რომ ფიზიკური დაპირისპირებას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება სამხედროებს შორის, რაც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
პოლკოვნიკის განცხადებით, გამოძიების ამ ეტაპზე არ დასტურდება, რომ სამხედრო მოსამსახურეები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.