მეგობრებო, მოგეხსენებათ რომ დღეს საქართველოში ლიბერალების დიქტატურა მეფობს, თავისი ცენზურით და მთელი ამბებით.
ვინც კი გადაუხვევს ამ ლგბტ დამცველის, ნარკოტიკის მოყვარულის ან ისლამის მქადაგებლის პათოსიდან, ეგრევე დაესევიან და მუსრს გაავლებენ.
პატიოსანი კაცი კი მუდმივად იჩაგრებოდა და დაჩაგრულია დღემდე, არადა გამოსავალი მოსაძებნია და დღეს გავიგე, რომ მორიგი ასეთი პატიოსანი იუზერი შეიწირა ლიბერალების რეჟიმმა ფორუმზე.
ახლა გამოუცდელი იუზერისთვის, ერთი შეხედვით ეს ამბავი ჩვეულებრივია, რამეთუ ფორუმზე ხშირად იბლოკებიან იუზერები, მაგრამ ვინც გარკვეულია დეტალებში და სიღრმეებში მან კარგად იცის რასთანაც გვაქვს საქმე

იუზერი სპლიყვი ბოლო პერიოდში, სათავეში ჩაუდგა, ასე ვთქვათ 'სელექციური ვესტერნიზაციის' მომხრეების დაჯგუფებას, რომლებსაც ნეოლიბარელები და მათი მფარველები ფორუმზე განსაკუთრებულად ვერ იტანენ.
ეს იდეა იმდენად რეალური და ჭეშმარიტიცაა მთელი თავისი არსით, რომ მომენტალურად მიიმხრო იუზერების დიდი ნაწილი და სწორედ ამ ფაქტმა შეაშინა როგორც ჩანს ის ხალხი, რომლებიც ზემოდან გვაკვირდებიან და გადაწყვიტეს გადაედგათ სადამსჯელო ნაბიჯები.
შედეგად, იუზერი სპლიყვი ფორუმის ენაზე რომ ვთქვათ "დაიბანა", ხოლო ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი, ეს მხოლოდ უფალმა იცის.
ამიტომ მე მოვითხოვ, პატიოსანი იუზერების იმ ნაწილმა, რომლებიც ჯერ კიდევ შემოვრჩით, მოვახდინოთ ამ შემზარავი ფაქტის გარშემო გაერთიანება და შევებრძოლოთ ნეოლიბერალ მოდერთა ტირანიას.
პს მე მჯერა რომ ფორუმის მოდერაცია პატიოსანი და საღად მოაზროვნე ადამიანებისგან შედგება, ისინი უბრალოდ ოჯახების თუ სხვა რისკების გამო ვერ ახერხებენ შეეწინაღმდეგონ ლიბერალების სადამსჯელო მანქანას, თუმცა გულით კი ჩვენსკენ არიან.
ამიტომ დარწმუნებული ვარ, ჩვენი ამბოხი, მათთვისაც სიგნალის მიმცემი იქნება და მუხტის მომწიფებისას ისევ ნათელ მხარეს ამოუდგებიან მხარში, რაც საბოლოოდ იუზერი სპლიყვისა და მის მსგავსად დასჯილი, დაკარგული "ძმების" დახსნით დაგვირგვინდება.
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი