#53204636 · 3 Aug 2018, 15:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პირველ აგვისტოს ვაზიანში გაიხსნება მორიგი მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი-2018", რომელშიც რეკორდული, 13 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის პირველად ერთად იქნებიან წარმოდგენილი სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეებიც, რაც ნატოს პარტნიორი ქვეყნების ისტორიაში ძალზე იშვიათად ხდება. მაგალითად, გასულ წელს საქართველოში გამართულ საერთაშორისო სამხედრო სწავლებაზე სომხურმა მხარემ ბოლო მომენტში თქვა უარი და მათ ნაცვლად აზერბაიჯანული ოცეული ჩამოვიდა.
მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში, რომელიც 15 აგვისტომდე გაგრძელდება, საქართველოს გარდა, ასევე მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის,გერმანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, პოლონეთის, ნორვეგიის, თურქეთისა და უკრაინის სამხედრო დანაყოფები და საბრძოლო ტექნიკა.
ეს ვიდეო ნახეთ
|