მერტო რუსთაველის სალაროში მეტრომანის შევსებისას მომცეს ხურდაში გაქუცულ-გახეხილი ძველი ათშაურიანი...
რამდენიმე დღეში მეტრო თავისუფლების მოედნის სალაროში იგივე ათშაურიანი არ მიიღეს, ყალბი მიშათშაურიანიაო, ატეხა კივილი მოლარემ, მომჭრა მსოფლიო დემოკრატიის შუქურა თავი იმდენ ხალხში...
სალაროდან ფეხმოუცვლელად უცებვე დავუძახე მეტროპოლიციელს, სასწრაფოდ ოქმი შეადგინეთ მასზედ, რომ მოქალაქე (ანუ მე) აცხადებს ეს მოლარე მაყოვნებს კანონიერ მგზავრობაშიო, არ იღებს ეროვნულ ვალუტასო, ყალბიაო საჯაროდ გაიძახის დიდი ნაცპოლიტექსპერტივით და ისიც მიუთითეთ ოქმში, რომ ეს მონეტა ისევ მეტროს სალაროდან მაქვს მიღებული, ოღონდ რუსთაველის მეტროსალაროდან-თქო...
ამის მერე დაიწყო ცირკი _ ამ პოლიციელმა წამო უფროსთანო კაბინეტშიო, უფროსმა რო გაიგო რაც იყო და რასაც ვითხოვდი, მე ჩემ უფროსს (ოცმეთაურს) უნდა დავურეკოო, დაურეკა, ელაპარაკა, იმან მაცალეო, მე ჩემ უფროსს (ასმეთაურს) უნდა დავურეკოო, დიდხანს არ იყო იმისგან ზარი, ეტყობა მთლად უფროსთან (ვინმე გენერალთან) რეკავდა როგორ მოვიქცეო, ბოლოს დარეკა და მოვლენ ეხლა თქვენთან საპატრულოს გამომძიებლებიო, დაელოდეთო... მე მითხრეს გარეთ დაელოდეთო... ველოდით ნახევარი საათი, მოგრიალდა ორი საპატრულო მანქანა, ციმციმებაჩართული, როგორც შემთხვევაზე როცა მიდიან ხოლმე, ანუ ამ გაქუცულმა მიშათშაურიანმა დიდი შემთხვევა შეუქმნა ამათაც რა...

გადმოვიდა იქიდან ორი გამომძიებელი და ორი თანმხლები პატრული, მომაყოლეს თავიდან რა და როგორ, მარა მანამდე მეტროს პოლიციელს ჰკითხეს ვინ მოგმართათო _ მოლარემ თუ ამანო (ჩემზე)?... ამანაც ამანო... აშკარად არ მოეწონათ ეს პასუხი... მერე ჩვენ რა ვქნათო, რას ითხოვთო, მეკითხებიან... ოქმს ვითხოვ, ოქმის შედგენას-თქო... რაზეო? ყველაფერ ამაზე-თქო... რად გინდაო? უკანონოდ დამაყოვნეს მგზავრობაში-თქო და პა ხოდუ დავაძვრე ჩემი ადვოკატსკი ქსივა... უცებვე მობილური ამოიღო ერთ-ერთმა გამომძიებელმა და ურეკავს ეტყობა ეხლა ეს თავის უფროსს... მისი საუბრის პირველი სიტყვებია: ბატონო .........., ჩვენ ადვოკატთან გვქონია საქმე, ამას და ამას ითხოვს, რა მოქმედება ჩავატაროთო?...

საუბრის დასრულებისთანავე მეუბნება უნდა წავიდეთ ბანკში და ექსპერტიზა მოვითხოვოთ მაგ მონეტისო... მანამდე ყველა პოლიციელმა ნახა ეს ათშაურიანი და აზრები გაიყო _ ორი დაბეჯითებით იძახდა არაა ყალბიო, ორი პირიქით ყალბიაო, ორიც კი იმ ზეკომფორტულ აზრზე იყო, როგორც ბატონი ბიძინა იტყვისო...

მოკლედ, ჩამსვეს მანქანაში და ორი საპატრულო მანქანით გავემგზავრეთ 100 მეტრში მდებარე საქართველოს ბანკისკენ... მივედით, გადმოვედით, შევდივართ ბანკში, მე ცენტრში ვარ, ირგვლივ ოთხივე მხრიდან (მარჯვნივ, მარცხნივ, წინ და უკან) პატრული მომყვება, ვჩანვარ როგორც ძაან ვაჟნი პერსონა, ყველა გამვლელის ყურადღებას ვიქცევთ როგორც ტროტუარზე, ასევე თავად ბანკის ოფისში მყოფთა...

თვითონ ბანკში რუტინული პროცესი _ შესაბამის განყოფილებაში შეავსო ბანკის თანამშრომელმა ქალმა რაღაც ბლანკეტური ანკეტა, ხელი მომაწერინეს, ის მიშათშაურიანიც გადასცეს, ამ ქალამაც ერთი შეხედვით აშკარად ყალბიაო, მარა ექსპერტიზა მაინც უნდაო, ცხადიაო, მერე დალუქეს ის ეჭვმიტანილი მონეტა რაღაც ქაღალდის კონვერტში და ათ დღეში დაგიკავშირდებიანო მობზე და გაცნობებენ პასუხსო... თუ ყალბიაო, გადაეცემა შესაბამის სამსახურსო, თუ არაო, სატრანზიტო ანგარიშზე დაჯდება და იქიდან გადმოგეცემათო...
გამოვედით ბანკიდან, ვატყობ, პატრულს აშკარად დაშორება უნდა ჩემგან, ეტყობა ყელში ამოუვედი უკვე, მარა მე ვეუბნები, ეხლა ოქმს ვინ შეადგენს _თქვენ თუ ისევ მეტროპოლიციას მივმართო-თქო? რაის ოქმიო, თუ ყალბი აღმოჩნდება, ის სამსახური შეადგენს ოქმსო, თუ არადა დაგიბრუნდებაო... არა-თქო, დღეის მიხედვით ჩემი, ანუ მოქალაქის მომართვის საფუძველზე უნდა შედგეს ოქმი-თქო, სადაც გარკვევით მიეთითება, რომ მოქალაქე აცხადებს სიყალბეში (ანუ მიშისტობაში) ეჭვმიტანილი მონეტის მასთან აღმოჩენა/მოხვედრის წყარო არის მეტრო რუსთაველის სალარო-თქო... აშკარად არ ევასათ ასეთი ფორმულირება... მეუბნებიან: კაი რა, მოვა პასუხი და ამის მიხედვით გადაწყდება მერეო, ეხლა კი ოღონდ ტყუილად ამ ოქმს ნუ გვაწერინებ და სადაც გინდა, იქ მიგიყვანთო, მეტროთი ხომ მიდიოდიო არა, ამის სანაცვლოდო რა... ჰოდა მეც წავაყვანინე თავი იმხელა მანძილზე, რაზეც ტაქსი მინიმუმ 5 მიშლარს მოითხოვდა... თანაც ბოლოს გავაჩერებინე ისეთ ადგილას (ერთ-ერთ კერძო ორგანიზაციაში მივდიოდი), რომ ამ ორგანიზაციის მაქსიმალურად ყველა თანამშრომელს დაენახა, თუ რა პატივით მიმიყვანა მათ დაწესებულებამდე პატრულმა თავის ახალთ-ახალი მანქანით...

პ.ს. ორიოდ დღის უკან დამირეკეს ბანკიდან, არ აღმოჩნდა ყალბიო და მობრძანდით წაიღეთო, თანაც შესაბამის ცნობასაც მოგცემთო... ჯერ ვერ მოვიცალე, მერე ავიღებ ამ ცნობას და წავალ ისევ იმ მეტროში, თავზე უნდა დავახურო ეს ქაღალდი იმ თვითმარქვია მიშექსპერტ მოლარეს იმ მეტროპოლიციელთა თანდასწრებით, თანაც ვეტყვი, თქვენი სახელ-გვარი და თანამდებობა მითხარით სასწრაფოდ, მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობასთან უნდა შევიდე თქვენზე დიდი საჩივრით და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისსაც ჩავაყენებ საქმის კურსში-თქო... რეაქცია მაინტერესებს ძაან ამ ვაი მიშმოლარის...
This post has been edited by kodeqsi on 2 Mar 2014, 08:17
მიმაგრებული სურათი
მე და მდეს ვერი ლოვეი ანუშკი დოლიძეი, 0-პოლიტრეიტინგიანი, მარა თბილისის საკრებულოში სადაქალო-სამეზობლო ხმებით მაინც მოხერხებულად შემძვრალი...
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...