dega
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 124024
წევრი No.: 116052
რეგისტრ.: 24-May 10
|
#53202935 · 3 Aug 2018, 10:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველო გასაბჭოების შემდგომ: 1. საქართველოს მოსახლეობა: 1913 წლის 2 მილიონ 601ათასიდან - 1989 წელს 5 მილიონ 443 ათასი გახდა, 2. მთელი საბჭოთა კავშირი მარაგდებოდა საქართველოში მოყვანილი: ციტრუსის 95%, ჩაის-99 %, თამბაქოს- 97%-ით, 3. 1913 -1975 წლებში ეროვნული შემოსავალი გაიზარდა 90 -ჯერ, 4. 1928 წელს საქართველოში დასაქმებული 183 ათასი მუშა-მოსამსახურედან - 1970 წლისთვის მილიონ 1.490.000 ადამიანამდე ავიდა, მათ შორის მხოლოდ მრეწველობაში 385.000 ადამიანი იყო დასაქმებული, 5. 1929- 1933 აშენდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც წლიურად 150,000 ტონა პროდუქციას უშვებდა. მხოლოდ სპეციალური კოქსის წარმოება წელიწადში 110 .000 ტონა იყო . 1986-88 წლებში ფერომანგანუმის წარმოების წლიურმა მოცულობამ 100 .000 ტონას მიაღწია, 6. 1935 წელს აშედნა თბილისის „ბერიას სახელობის (1937-1953წწ ატარებდა მის სახელს) დინამოს სტადიონი“, 7. 1936 წელს აშენდა სტალინის სახელობის კულტურის და დასვენების მთაწმინის პარკი, 8. 1956 წლიდან, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ერთ -ერთს პირველს გვქონდა თბილისის ტელეხედვის სტუდია და ანძა, ცნობისათვის, თურქეთში ტელევიზია დაარსდა 1964 წლის 1 მიასს, აზერბაიჯანი 1957 წლის ივნისი, სომხეთი- 1957 წლის 6 აგვისტო, ირანი- 1958 წლის 3 ოქტობრიდან, 9. 1933 წელს ავამოქმედდა რიონის 48 მგვ-იანი ჰესი, ზემო ავჭალის და ვარციხის 178 მგვტ-იანი კასკადი-ოთხი ჰესით, გუმათის -66მგვტ, ლაჯანის-112მგვტ, რიონის, ჟინვალის -130მგვტ, ხრამი- 1 -ის 113მგვტ, ხრამი -2-ის 120მჰვტ, ტყიბულის-80მგვტ, შაუხევის-187მგვტ, ბახვის, არაგვის, ფარვანის, ნამახვანის, ხრამჰესი, დარიალის, სოხუმის , ტყვარჩელის და თბილსრესი. 10. მხოლოდ ჰუდონ ჰესი , ევროპაში უდიდესი კაშხალი საბჭოთა კავშირს დაუჯდა 4 მილიარდი მანეთი, რაც იმ დროის კურსით ( 1 აშშ დოლარი = 0,65 საბჭოთა მანეთს ) მინიმუ 7 მილიარდ დოლარს უდრიდა, დომარის დღევანდელი დევალვაციით 25 მილიარდს უდრის. ენგურჰესის სანახავად მყოფ ვასილ პავლოვიჩს (მჟავანაძეს) ჩააწვეთეს, რაც ირგვლივ სახლებია, სულ მშენებლობიდან მოპარული მასალით აშენდაო. გაბრაზებას ელოდნენ. მჟავანაძემ კი გაიხარა: კარგია, ქართველები იშენებენ სახლებს-ო. 11. 1947 წელს ავაშენეთ რამოდენიმე მილიარი დოლარის ღირებულების რუსთავის სრული ციკლის მეტალურგიული ქარხანა, 12. 1966 წლის იანვარში თბილისში,გავხსენით სსრკ-ში რიგით მეოთხე და რეგიინში პირველი მეტროპოლიტენი, როცა ამის არანაირი უფლება არ გვქონდა . კომუნისტები მეტროსადგურებს მილიონ მოსახლეზე ნაკლებ ქალაქებში არ ხსნიდნენ . 1966 წლიდან - 1972 წლის ჩათვლით თბილისს უკვე 11 მეტროსადგური ჰქონდა, 13. დავაგეთ 1612 კმ-ის სირგძის რკინიგზა, 14. დავაგეთ 21 ათასი სირგძის საავტომობილო გზა, 15. 1990 წლმადე მომსახურების სფეროში დაკავებული იყო მოსახლეობის 40%, მრეწველობაში -27%, 16. 1985 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა 594 სახელმწიფო მეურნეობა და 719 კოლმეურნეობა , 17. 1986 წელს საბჭოეთს „ვტენიდით“ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: 558 ათასს ტონა ჩაის, 703 ათასს ტონა ყურძენს, 662 ათასს ტონა ბოსტნეულს, 18. 1978 წელს თბილისში გვქონდა 250- მდე დიდი თუ მცირე სასპორტო დარბაზი თუ დაწესებულება , მათ შორის ოთხი დახურული და ექვსი ღია ოლიმპიური საცურაო აუზი, -185 საკალათბურთო მოედანი და დარბაზი, -192 ხელბურთის მოედანი, -19 ჩოგბურთის კორტი, -31 ფეხბურთის მოედანი და ხუთი სტადიონი, -თანამდეროვე სპორტის სასახლე, 19. 1989 წელს საბჭოთა საქართველოს ბიუჯეტი 4 მილიარდ 398 მილიონი მანეთს შეადგენდა, (დოლარის კურსი 1988 წელს შეადგენდა 0.5804 კაპიკს), დოლარის დღევანდელი ინფალიის მიხედვით: $9 .144. 409. 195 ანუ 22.387.342.591 ლარს. ( დღევანდელი საქართველოს თითქმის ორი წლის ბიუჯეტს! ) 20. 1913 წელთან შედარებით - 1940 წელს საქართველოს სამრეწველო პონეტციალი 10 -ჯერ გაიზარდა, 21. ციტრუსის მოყვანა 2.000 ჰა-დან -20.000 ჰა- მდე გაიზარდა , საქართველო გახდა სსრკ-ს ციტრუსის და ჩაის მთავარი მწარმოებელი ქვეყანა, ჩაის მოსავალი ჰექტარიდან 750 კგ ნაცვლად -4 ტონამდე ავიდა, 22. დააშრობილ იქნა 220 ათასი ჰექტარი კოლხიდის ჭაობი და სუბტროპიკულ ბაღნარად იქცა, 23. აშენდა 35 ჩაის ფაბრიკა, რომლისთვის დაზგა-დანადგარებს ბათუმის ახალი მანქანათმშენებელი ქარხანა უშვებდა, 24. ქვეყანაში შეიქმნა სრულიად ახალი დარგები- მანქანათმშენებლობის , ნავთობგადამამუშავებელი, ფეროშენადნობთა, ჩაის, ძვრიფასი და იშვიათი ლითონების მოპოვება-დამუშავების, შენდებოდა- ტრიკოტაჟის, მაუდის,ფეხსაცმლის ფაბრიკები, 25. პირველ ხუთწლედში ბერიამდე, საქართველო ეკონომიკაში ჩაიდო 335 მილიონი მანეთი, ლავენტი ბერიას დამსახურებით სამჯერ მეტი - 960 მილიონი მანეთი, პროდუქციის წარმოება გახუთმაგდა, 26. თბილისში მოეწყო წყალმომარაგება, კანალიზაციის სისტემა, 27. 1934 წელს დაიწყო რუსთაველის პროსპექტის რეკონსტრუქცია, 28. გაიხსნა სკოლები, ინსტიტუტები: სასოფლო, სამედიცინო, პოლიტექნიკური , 29. 1938 წლისთვის საქართველო ერთ სულ მოსახლეზე სტუდენტების რაოდენობით ევროპის მოწინავე ქვეყნებს- საფრანგეთს და გერმანიას უსწრებდა, 30. დაიწყო შავიზღვისპირა სანატორიუმების, დასასვენებელი სახლების , პიონერთა ბანაკების მასობრივი მშენებლობა. საქართველო იქცა სსრკ-ს საკურორტო დედაქალაქად , სადაც ყოველწლიურად სსრკ-ს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ისვენებდა... 31. 1929 წელს დაარსდა ქიმიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი. 32. 1933 წელს ნიკოლოზ მუსხელიშვილის თაოსნობით თბილისში ამოქმედდა მათემატიკის ინსტიტუტი. 33. 1933 წელს შეიქმნა გეოფიზიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი. 34. 1935 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ჩამოყალიბდა ფიზიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი, 35. 1935 წელს დაარსდა ენის, ისტორიის და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი (ენიმკი) , რომლის ბაზაზეც 1941 წელს შეიქმნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. 36. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში თავდაპირველად 16 ნამდვილი წევრი იყო, მათ შორის იყვნენ ქართველი მეცნიერების კორიფეები: გიორგი ახვლედიანი, ივანე ბერიტაშვილი, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ჯანაშია, ნიკოლოზ მუსხელიშვილი, ალექსანდრე თვალჭრელიძე და სხვ. 37. 1921—1941 წლებში გამოქვეყნდა ივანე ჯავახიშვილის უმნიშვნელოვანესი ნაშრომები: -„ქართველი ერის ისტორიის“ მესამე წიგნი (1941 წ.), -„საქართველოს ეკონომიკური ისტორიის“ პირველი და მეორე წიგნები (1930—1934 წწ.), -„ქართველი საფასთმცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკამეტროლოგია“ (1925 წ.), -„ქართველი სიგელთმცოდნეობა ანუ დიპოლმატიკა“ (1926 წ.), -„ქართული სამართლის ისტორიის“ პირველი და მეორე წიგნები (1927—1929 წწ.) 38. შეიქმნა ქართული ფილოსოფიის სკოლა. სკოლას შორს გაუთქვა სახელი შალვა ნუცუბიძემ (1888—1969). 39. ფსიქოლოგიის დარგში მსოფლიო მნიშვნელობის გამოკვლევები შექმნა დიმიტრი უზნაძემ (1886—1950). 40. ქართული ხელოვნების ისტორიაში, კერძოდ, ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში, ფუნდამენტური გამოკვლევები შექმნა გიორგი ჩუბინაშვილმა (1885—1973). 41. მათემატიკის მეცნიერების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს ანდრია რაზმაძემ (1889—1929) და ნიკოლოზ მუსხელიშვილმა (1891—1976). 42. საქართველოში ფიზიოლოგიური მეცნიერების ჩასახვა და განვითარება დაკავშირებულია ივანე ბერიტაშვილის (1885—1974) სახელთან. 43. ალექსანდე ჯანელიძესა (1888—1975) და ალექსანდრე თვალჭრელიძის (1881—1957) მიერ შექმნილმა ქართულმა გეოლოგიურმა სკოლამ მეცნიერება გაამდიდრა უმნიშვნელოვანესი გამოკვლევებით. 44. ალექსანდრე ჯავახიშვილმა ქართულ ენაზე შექმნა გეოგრაფიის პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები. 45. 1920-იანი წლებიდან ლიტერატურული სკოლებიდან აღსანიშნავია ეგრეთ წოდებული „აკადემიური ჯგუფი“ : კონსტანტინე გამსახურდია, იოსებ გრიშაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, გრიგოლ რობაქიძე, ლეო ქიაჩელი და სხვ. „ცისფერყანწელები“ - პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, გიორგი ლეონიძე.. 46. დაიწერა ქართული პროზის მშვენება „ჰაკი აძბა“ და „თავადის ქალი მაია“, „გვადი ბიგვა“, „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „არსენა მარაბდელი“, „ლამბალო და ყაშა“, „მუსუსი“, „მართალი აბდულაჰ“., „დიდოსტატის მარჯვენა“ , „მთვარის მოტაცება“, „ყვარყვარე თუთაბერი“... 47. მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში ქართული პოეზიის საგანძური გამდიდრდა: გიორგი ლეონიძის, პაოლო იაშვილის,ალექსანდრე აბაშელის,ვალერიან გაფრინდაშვილის,სიმონ ჩიქოვანის, ტერენტი გრანელის, ლადო ასათიანის და მირზა გელოვანის ლექსებით. 48. 20-30-იან წლებში მოღვაწე მხატვრებიდან აღსანიშნავია: გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის, ქეთევან მაღალაშვილის, უჩა ჯაფარიძის, ირაკლი თოიძის და სხვათა შემოქმედება. 49. ქართული ქანდაკების განვითარებაში განმსაზღვრელი იყო იაკობ ნიკოლაძის (1876—1951) შემოქმედება. 50. მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში ქართული მუსიკის განვითარებაში განმსაზღვრელი როლი შეასრულა უფრო თაობის მოღვაწეებმა: ზაქარია ფალიაშვილმა, ია კარგარეთელმა, ვანო სარაჯიშვილმა, დიმიტრი არაყიშვილმა, მელიტონ ბალანჩივაძემ, ვიქტორ დოლიძემ და სხვებმა. 51. წარმატებით იდგმებოდა ოპერები: ზაქარია ფალიაშვილის (1871—1933) „აბესალონ და ეთერი“, „დაისი“, „ლატავრა“, დიმიტრი არაყიშვილის (1871—1953) „თქმულება შოთა რუსთაველზე“, ვიქტორ დოლიძის (1890—1933) „ქეთო და კოტე“. 52. რომანსის ჟანრში წარმატებით მოღვაწეობდა : მელიტონ ბალანჩივაძე (1862—1937), რომელმაც შექმნა რომანსები „შენ გეტრფი მარად“, „ოდეს გიცქერ“. პოპულარული იყო ანდრია ყარაშვილის „დავრდომილი სნეული“, „ისევ შენ“, ია კარგარეთელის „მშვენიერთა ხელმწიფევ“, „არაგვო“, ვიქტორ დოლიძის „ახ, ტურფავ“, კოტე ფოცხვერაშვილის „ლალე“ და „ინდი-მინდი“. 53. ანდრია ბალანჩივაძემ შექმნა გმირულ-რომანტიკული ბალეტი „მზეჭაბუკი“, ბალეტი „მთების გული“. ქართული ბალეტის ჩასახვასა და განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის უნიჭიერეს მოცეკვავეს, ბალეტმაისტერსა და პედაგოგს ვახტანგ ჭაბუკიანს. 54. ქართული კულტურის ისტორიაში ღირსშესანიშნავ მოვლენას წარმოადგენს ქართული ხელოვნების დეკადა მოსკოვში (1937 წ.). მაყურებელზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ქართულმა საოპერო სპექტაკლებმა, ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა. დეკადის დღეებში გაიბრწყინა დიდი ქართველი დირიჟორის ევგენი მიქელაძის ტალანტმა. დეკადის განსაკუთრებულ მოველანდ იქცა ქართული ქორეოგრაფიის კორიფეების ვახტანგ ჭაბუკიანისა და ნინო რამიშვილის ხელოვნება. 55. მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლები ქართული თეატრის დიდი აღმავლობის პერიოდია. თეატრალური ცხოვრების მოვლენად იქცა რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის (1872—1933) მიერ ლოპე დე ვეგას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ცხვირს წყარო“, გიორგი ერისთავის „გაყრა“, მოლიერის „გააზნაურებული მდაბიო“, უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“, შალვა დადიანის „კაკალ გულში“, პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“ და სხვ. ქართული თეატრის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელმა (1886—1937). მისი სპექტაკლები „ლამარა“, „ანზორი“, „სამშობლო“ საეტაპო მნიშვნელობისა იყო. თბილისის შოთა რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრებს გარდა საინტერესო სპექტაკლები იდგმებოდა ქუთაისსა და ბათუმში. ქართული თეატრის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს რეჟისორებმა: ვასილ ყუშიტაშვილმა, დოდო ანთაძემ, დიმიტრი ალექსიძემ და სხვებმა, მსახიობებმა: ვერიკო ანჯაფარიძემ, უშანგი ჩხეიძემ, აკაკი ხორავამ, აკაკი ვასაძემ, შალვა ღამბაშიძემ, ალექსანდრე ჟორჟოლიანმა, სესილია თაყაიშვილმა, ვასო გოძიაშვილმა, სერგო ზაქარიაძემ, გიორგი შავგულიძემ, აკაკი კვანტალიანმა და სხვებმა. 56. 20-იანი წლების ბოლოს ქართულ კინემატოგრაფიაში მოვიდნენ ახალგაზრდა რეჟისორები: მიხეილ ჭიაურელი, ნიკოლოზ შენგელაია, სიკო დოლიძე, ლეო ესაკია, დავით რონდელი და სხვები. 57. ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა მხატვურლმა ფილმებმა: „ელისო“ (რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია), „ჯანყი გურიაში“ (რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა), „უკანასკნელი ჯვაროსნები“ (რეჟისორი სიკო დოლიძე), „არსება“ (რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი), „დაკარგული სამოთხე“ (რეჟისორი დავით რონდელი) და სხვ. ამ პერიოდში გადაღებული სხვა ფილმებიდან ყურადღებას იპყრობს: „ჟუჟუნას მზითები“, „უკანასკნელი მასკარადი“, „დარიკო“, „ნარინჯის ველი“, „დაგვიანებული სასიძო“ და სხვ. 58. ქართული კინემატოგრაფიის დიდი წარმატება განაპირობეს შესანიშნავმა მსახიობებმა: ნატო ვაჩნაძემ, ვერიკო ანჯაფარიძემ, აკაკი ხორავამ, ალექსანდრე ჟორჟოლიანმა, სერგო ზაქარიაძემ, შალვა ღამბაშვილმა, თამარ ციციშვილმა, უშანგი ჩხეიძემ, სპარტაკ ბაღაშვილმა, აკაკი კვანტალიანმა, ბათუ კრავეიშვილმა, აკაკი ხინთიბაძემ და სხვებმა...
--------------------
მიზეზის გარკვევამდე განაჩენი მხოლოდ ხისთავიანებს გამოაქვთ !!!
|