Scratch The Floor - ის ვოკალისტი, თორნიკე ცორიკიშვილი [Sid] სრულად აბსურდულ სიტუაციაში დააკავეს. საბედნიეროდ რამოდენიმე დღეში გამოუშვეს.
რას ყვება თვითონ:
შვიდი დღე გავიდა ჩემი უმიზეზო დაკავებიდან და ‘’ჯდომიდან’’, და აი მოვიკრიფე აზრები რომ დეტალურად მოვყვე ეს გაურკვევლობა რომელიც გადამხდა.
ოსლოში ჩავედი ივლისის დასაწყისში მეგობრებთან, ძირითადი მოტივაცია ჩემი იქ ჩასვლის იყო დროის გატარება, ახალი ნაცნობობის გაჩენა და რათქმაუნდა ჩემთვის როგორც მუსიკოსისთვის მუსიკა არის უნივერსალური ენა ურთიერთობის და ვუკრავდით ხშირად ნორვეგიელ და ქართველ მეგობრებთან , როგორც სახლში, ასევე პარკში კოცონის გარშემო და ქუჩაშიც.
მუსიკის დამსახურებით გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი რომლებთანაც რათქმაუნდა გავარძელებ მეგობრობას .
ჩემი გეგმა იყო შემდეგი, თვის ბოლოს 31 ივლისს, მქონდა ბილეთი ოსლო-ვილნიუსი, ვილნიუსში ვაპირებდი ერთი დღის გატარებას, უბრალოდ ბოდიალს, საჩუქრების ყიდვას და ლუდის დალევას, ხოლო შემდეგ რეისი ვილნიუსი-ქუთაისი სადაც მქონდა დაგეგმილი პატარა აკუსტიკური ივენთი.
დილით ჩავალაგე ბარგი, მოვწესრიგდი და გავედი ოსლოს სადგურთან სადაც უნდა შევხედროდი ქართველ ბიჭს რომელიც იქ გავიცანი და ჩვენი რეისები თითქმის ემთხვეოდა ერთმანეთს , ასე რომ გადავწყვიტეთ ერთად წავსულიყავით აეროპორტში.
მოკლედ უცაბედად მოგვიახლოვდა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც წარმოგვიდგინა პოლიციის საბუთი და დაგვიწყო კითხვების დასმა და მოგვთხოვა პასპორტების წარდგენა. ჩემი მეგობარი იყო საბერძნეთის მოქალაქე და მალევე დაუბრუნეს პასპორტი, მე კიდე გმაიყვანა ცოტა გვერძე და მკითხა თუ რას ვაკეთებდი ოსლოში, მე ვუპასუხე იგივე რაც ზემოთ დავწერე, რომ უბრალოდ დროის გასატარებლად, ახალი ნაცნობების გასაჩენად და ნუ სიმღერა რათქმაუნდა, ამ პასუხზე თვალები გაუნათდა და დამაყარა კითხვები თუ სად ვუკრავდი, რამდენჯერ ვუკრავდი და როდის ვუკრავდი, მე დაბნეულმა ვუპასუხე რომ ერთი ორ ბარშიც მიმღერია და ალბათ არ ვიცი თუ სიმღერას გულისხმობ ალბათ ერთი 15 სიმღერა მექნება ნამღერითქო :დ , ამ პასუხზე მან მითხრა რომ მე მაქ სულ 8ჯერ ამ ქვეყანაში სიმღერის უფლება წლის განმავლობაში და მე დავარღვიე კანონი.
ბოლომდე მეგონა რომ მალე გამიშვებდა, ავუხსენი რომ ფრენის ბილეთიც მქონდა , სქრინიც ვანახე და ბარგიც, ვუთხარი რომ აი ფრენა მაქ რამოდენიმე საათში და ძალიან სულელური მიზეზის გამო მაყოვნებდნენ, ბოლოს დამცინავად მომიგო რომ მე დღეს ვერ გავფრინდებოდი, გამომართვა ტელეფონიც და როცა ვუთხარი რომ არ ჰქონდა უფლება ჩემი მიმოწერის წაკითხვის და ასევე ჩემს ფოტოებში ძრომიალის ,ამ კვლავ დამცინავად მიპასუხა ამაზე და თითქის ჩემი ყველა მიმოწერა და ფოტოები დაათვალიერა ჩემს თვალწინ, შემდეგ ჩამსვეს მანქანში და წამიყვანეს განყოფილებაში, სადაც ძალიან დამამცირებლად მექცეოდნენ, დამცინავად მელაპრაკებოდნენ, ჩამირთეს ტელეფონში სიმღერა და მეუბნებოდნენ მიდი აბა ხომ მღერი და აგერ აყევიო აბაო , როცა ერთი ღერი სიგარეთის მოწევის უფლება ვთხოვე, მიპასუხეს რომ ეხლა ‘’სასტუმროში’’ წამიყვანდნე სადაც სიგარეტიც და საჭმელიც უფასო იქნებოდა ჩემთვის.
ბოლოს როცა მივხვდი რომ რაღაც აფსურდულ საქმეს მედავებდნენ და მე ვერაფერს დავუმტკიცებდი თხოვნის ფორმაზე გადავედი , რომ არ დავედეპორტებინე, რომ ძალიან მჭირდებოდა შენგენის ზონაში მიმოსვლის უფლება ჩემი ჯგუფის გამო, რომ დაგეგმილი გვქონდა რამოდენიმე კონცერტი უკვე .
მოკლედ საბოლოოდ მათ მითხრეს რომ ეს დეპორტი არ იყო, ეს იყო ქვეყნიდან გაძევება და რომ მე ნებისმიერ დროს შემიძლია დავბრუნდე უკან, ამაზე გაკვირვებულმა მემ ვუთხარი რომ მე დღეს ისედაც ვტოვებდი ქვეყანას და ის რომ ეხლა მიგრანტების ბანაკში გადაგყავარ ძალაინ დიდი სისულელე იყო. ნუ ბოლოს მოხდა ისე რომ ამოვყავი თავი ამ ბანაკში, რომლის კამერები და პერსონალი არაფრით განსხვავდება ნორვეგიული ციხის კამერებისგან (ეს შემდგომ მითხრეს როცა ვკითხე ბადრაგს თუ რაიყო ამ ადგილს და ციხის შორის განსხვავება).
მიყვანისთანავე ჩამომართვეს ყველა ნივთი, გამხადეს ბოლომდე და გამჩრიკეს, ერთი დღე სრულ გაურკვევლობაში მომიწია ჩაკეტილ ოთახში ჯდომა, ნორვეგიელმა მეგობარმა მირჩია ადვოკატი და მასთან საუბრის შემდეგ ბატონმა ბიორნმა მიპასუხა რომ ჩემი დაკავება აბსურდულია იქიდან გამომდინარე რომ მე ისედაც ვტოვებდი ქვეყანას, ახლა კი მაყოვნებენ რამოდენიმე დღე და სახელმწიფო ფულს ხარჯავს ჩემს აქ ყოფნაში, ადვოკატში და უკანა თვითმფრინავის ბილეთში და ეს რომ ეს საქმე დიდი ალბათობით მოგებული მაქვს, ასევე ჩართული იყო საელჩოს წარმომადგენელიც ამ საქმეში.
ერთი დღის შემდეგ მოვიდა ბადრაგი და მეუბნება რომ მე 2 დღეში გავფრინდები და ტრანზიტი მოსკოვიდან მომიწევს, რაზეც ვუთხარი რომ მოსკოვიდან გაფრენა არ მინდა იმიტომ რომ ვარ საქართველოს მოქალაქე , ასევე ნახევრად უკრაინელი და ორივე ქვეყანა არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და არმინდა რომ რუსული ბეჭედი მერტყას პასპორტში. ერთი დღის ფიქრის შემდეგ, ბადრაგი მოვიდა კვლავ და მითხრა რომ ნებისმიერ შემთხვევაში გავფრინდებოდი მოსკოვის გავლით, და ამასთან გამომაყოლებდნენ ორ ნორვეგიელ პოლიციელს რომლებიც უზრუნველყოფდნენ იმას რომ პასპორტში ბეჭედი არ ჩაერტყათ ჩემთვის და თუ მაინც შევეწინააღმდეგებოდი მაშინ უკვე ბორკილებს დამადებდნენ და გამკოჭავდნენ და ასეთი ფორმით ჩამომიყვანდნენ თბილისამდე :დ
მოკლედ ესარის ჩემი მთელი ისტორია, რაც შემიძლია ვთქვა რომ ბადრაგიც და თანხმლები პოლიციელებიც ძალიან ზრდილობიანები და კეთილები იყვნენ (გარდა იმ საიმიგრაციო პოლიციის ვინც ‘’დამიჭირა’’) და ყველა ხვდებოდა ჩემი იქ ყოფნის აფსურდულობას და მირჩევდნენ რომ მეჩივლა.
დიდი მადლობა ყველას ვინც დაინტერესდა ჩემი ამბებით, ვინც მკითხულობდა და ჩემს უდანაშაულობაში ეჭვი არ შეუტანია.
#Musicisnotacrime
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «