

ტოპ კომენტარი

საფეხბურთო კლუბი ლოზუნგით "მეტი თავისუფლება"ფეხბურთში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის სახელობის ტურნირი იმართება. ჩემპიონატს ხარაგაულის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს, სადაც 13 გუნდი მონაწილეობს. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდება. "იმერეთი ნიუსი" ჩემპიონატის ფავორიტად მიჩნეულ გუნდის მწვრთნელ ზაზა მაღლაფერიძეს ესაუბრა.
"ნოდარ ახალკაცის სახელობის ტურნირი ზაფხულში ხარაგაულის დიდი სპორტულ მოვლენას წარმოადგენს. ტურნირის ჩატარება ზაფხულზე წლების წინ იმის გამო შეირჩა, რომ ხარაგაული ამ სეზონზე ხალხმრავლობით გამოირჩევა. ჩვენი გუნდის წევრები წლევანდელ ჩემპიონატზე ასპარეზობენ ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩი“-ს მაისურებით და ამ ქმედებით მხარს ვუჭერთ და ვემხრობით მათ პოლიტიკას, რომელსაც ისინი ატარებენ, როგორც ნარკოპოლიტიკის, ასევე ეკონომიკური კუთხით. მაისურები მოგვაწოდა ქუთაისის ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩი“-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თეიმურაზ ცამციშვილმა რისთვისაც დიდი მადლობას ვუხდით მას მთელი გუნდის სახელით.
წყარო:
http://imereti.news/1/1069
//The fear of death follows from the fear of life. A man who lives fully is prepared to die at any time.//