ამ მანქანამ გამაწამა. ვერც ვყიდი და ამის რემონტით დავიღალე.
ერთი კითხვა მაქვს. ბენზინს წვავდა მეტს: ქალაქში 13,5 ლიტრს 100კმ-ზე. ზეთსაც წვავდა. ბლომად თეთრი ბოლი ამოსდიოდა ზეთის ხუფიდან. თან დაქოქვიდან მალევე იწყებდა ზეთის წვას. ბენზინის წვა უწერია 10.5ლიტრი/100კმ-ზე.
ავდექი და დავაშლევინე ძრავა, შევაცვლევინე ცილინდრის დგუშის როგლები (кольца), ძრავის საფენი (прокладка), მბიძგებელების ჩობლები (сальники толкателей) და მოკლედ კაპიტალური რემონტი ჩაატარა ძრავის ხელოსანმა. ჯიგრულად სხვათაშორის. ზეთის წვა თითქმის შეწყვიტა და ბენზინის წვაც 11.5-მდე ჩამოვიდა (მეტი რა უნდა მოთხოვო 20 წლის მანქანას)
მაგრამ ამას წინათ კარტერი გამიტყდა ქალაქგარეთ (მერამდენედ

) ხოდა ზეთმა წითელი რომ აანთო ~20კმ გავიარე და დავაგდე მესამე მასივში იმ ღამით. შემდეგ დღეს ევაკუატორი გამოვიძახე, გადავიყვანე ელიავაზე და შევაცვლევინე კარტერი, ჩავასხი ზეთი და რომ დავქოქეთ ჩვეულებრივი ხმა ჰქონდა. მოკლედ მანქანა ჩვეულებრივად მუშაობს, ზეთსაც არ წვავს, მაგრამ ბენზინი დავნიშნე და 14.5ლიტრი მიჩვენა წვა

ისევ დავაშლევინო თუ გადავაგდო სულ? )
when you little scamps get together, you're worse than a sewing circle © Mia Wallace