ფეხბურთი იმდენად გადავიდა ათლეტურობაში, "რობოტობაში" რომ უფრო მცირე და მცირე ხდება შანსი პატარა გუნდების მწვერვალზე ასვლის, თუ წარმატების. ხოდა ნოსტალგიურად ამ ახალ წელს გამახსენდა პატარა/ანდერდოგ გუნდები რომლებიც სასიამოვნო საცქერი იყო, რამოდენიმეს ჩამოვთვლი და მერე თქვენც დაამატეთ თუ მოგეწონებათ:
1990 კამერუნი, უმაგრესი გუნდი იყო. ჯერ არგენტინა იხმარა მარადონითურთ, მერე რუმინეთი, ბოლოს კომუნისტებს დაუწვა ტრადიციულად. მერე კოლუბია გააგდო თავისი ვალდერამა იგიტათი. ინგლისიც იხმარა წინ და უკან სანამ მსაჯები არ ჩაერიენ და ძალით გააგდეს. აფრიკული გუნდებისაგან მსგავსი ორგანიზებული, ლამაზი, ლაღი თამაში მე არ მინახავს, ნუ ჰა ჰა 98-ის ნიგერია, მაგრამ იმ ნიგერიას ლამის ვარსკვლავები ჰყავდა ყველა პოზიციაზე.
94-ის შვედეთი. კენეტა, ბროლინი, დალინი, ასევე 94 ბულგარეთი სტოიჩკოვ ლეჩკოვით. ძალიან საკაიფო გუნდები იყვნენ
92-ის დანია
98-ის დანია ასევე. პლუს რა თქმა უნდა ხორვატია, ულამაზესი გუნდი იყო.
2000-ის ვალენსია , კუპერის ორიგინალი რომელმაც ასტრონომიული ანგარიშებით წამოიცვა მსოფლიო ნაკრები ლაციო თავისი ნაქები ნესტათი

და ასევე ბარსელონა. პიოხო და გაისკა, იფ რა სანახავი იყო ბიჯო ეგ გუნდი...
98(თუ სწორად მახსოვს) ის მალიორკა (კუპერის პირველი გაელვება)ასევე სასაცილო თანხის გუნდი, 9 კაცით დედას უდღნამდა ბარსას, ჯიბიდან ამოაცალეს კოპა დელრეი

2000 იანების ლიდსი. "ბავშვების გუნდი". სასწაულ ფეხბურთს უბერავდა ეგ გუნდი.
ოტოს კაიზერის გახსენებაც შეიძლება, ერთადერთი გუნდი რომელმაც მიჯრით მოიგო ჯერ მეორე ბუნდესლიგა, მერე პირველი თან 40 წლის პორნო ვარსკვლავ ოლაფ მარშალებით

ცოტა მოგვიანებით უკვე ბალაკის/ტოპიკას ლევერკუზენი, ძალიან ლამაზი კომბინაციები, დომინირება, ფინტები, ყველაფერი ჰქონდათ, სამწუხაროდ მხოლოდ ვერცხლები აიღეს ყველგან