საპენსიო სააგენტოს დირექტორის ადგილზე ვაკანსია გამოცხადდასაპენსიო სააგენტოს დირექტორის ადგილზე ვაკანსია გამოცხადდა. საპენსიო სააგენტო არის ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე. აღნიშნულ პოსტზე თანამდებობრივი სარგო 10 000 ლარიდან 15 000 ლარამდეა. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობებში შედის საპენსიო სააგენტოს მართვა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფის მიზნით.
განცხადების ბოლო ვადა 29 აგვისტოა. გამარტივებული კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ, გადაწყვეტილებას სსიპ-საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო მიიღებს.
წყარო :
http://www.imereti.news/19/1037