დეა გოშხეთელიანი განცხადებას ავრცელებს, რომლის ტექსტიც მან ,,პრაიმტაიმს" ექსკლუზიურად მიაწოდა. დეა გოშხელეთიანი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სამართლიანობის ეფექტურ აღსრულებას სახელმწიფოს სთხოვს.
,,პრაიმტაიმი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"გამარჯობათ , მე გახლავართ ოჯახში ძალადობის მსხვრეპლი დეა გოშხეთელიანი გახმაურებულ საქმეზე , ადრეც მოგწერეთ განცხადების გამოქვეყნების თხოვნით და ახლაც მაგასთან დაკავშირებით გაწუხებთ. სახელმწიფოს ვთხოვ დახმარებას , რათა დავიცვა ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოება. სამართლიანობის აღდგენა უკვე ამ ყველაფრის ფონზე , რაც ჩემს თავს ხდება, ჩემი აზრით, ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ დგება . ამ დრომდე ვიკავებდი თავს,რომ კონკრეტულ ფაქტზე მესაუბრა ჩემი ყოფილი მეუღლის სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით. ]
როგორც მოგეხსენებათ, ის დააკავეს 2018 წლის 3 აინვარს ოჯახში ძალადობის გამო,მან გვცემა მე და მამაჩემი ორი არასრულწლოვნის თანდასწრებით. სულ რაღაც 2 თვეზე ნაკლებ დროში იწურება წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა . ის და მისი დაცვის მხარე ყველანაირად ცდილობენ პროცესის გაჭიანურებას და ამას ძალიან დიდი წარმატებით ახორციელებენ კიდეც .
2018 წლის 9 აგვისტოს მეოთხეჯერ ვიმყოფებოდი პროცესზე დასაკითხად და უკვე მეოთხეჯერ გადადეს ჩემი დაკითხვა,ვიმეორებ მეოთხეჯერ. სამწუხაროდ, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ის მუქარები, რომლებითაც მემუქრებოდნენ ჩემი ყოფილი მამამთილი ,ხონის ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორი, გოჩა ბაკურაძემ და მისი შვილი(ჩემი ყოფილი მეუღლე) გრიგოლ ბაკურაძე - " მყავს გავლენიანი მეგობრები ქუთაისის სასამართლო სისტემაში და იმდენს გაწვალებ და გარბებინებ დაინახავო,მინიმალური სასჯელითაც გამოვძვრებით და ვერც შენი პოლიციაში დარეკვა ვერ გიშველისო," - ნამდვილად სრულდება.
მაქვს ძალიან დიდი შიში , რომ გავა 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა, ისინი გაიტანენ თავისას და შემდგომ მოხდება უდიდესი ზეწოლა ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე; ასევე მაქვს ძალიან დიდი შიში, რომ ჩვენი უსაფრთხოებაც ამის შემდგომ საფრთხის ქვეშ დადგება. ძალიან მიკვირს , რომ ისეთი ბანალური მიზეზებით , რასაც ბრალდებულის დაცვის მხარე იძახის, ხდება ასე მარტივად ჩემი დაკითხვის უკვე მეოთხედ გადადება . მინდა აღვნიშნო, რომ ბრალდების მხარე აკეთებს შესაძლებლობების მაქსიმუმს , რათა აღსრულდეს სამართლიანობა და ხელი არ შეეშალოს სასამართლო პროცესების მიმდინარეობას, სამართლიანი სასამართლოს აღსრულებას და სიმართლის დადგენას.
მინდა მადლობა გადავუხადო ამ საქმის პროკურორს,დარიკო ვადაჭკორიას ,რომელიც პირადად ღირსეულად დგას მოწოდების სიმაღლეზე, რათა არ დაუშვას რაიმე სახით დაირღვეს რომელიმე მხარის უფლებები, თუმცა მაინც , უკვე მეოთხედ , ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, ვერ ეძლევა იმის საშუალება , რომ დამკითხოს მოწმედ. უმორჩილესად გთხოვთ დაინტერესდით აღნიშნული ფაქტით, უმორჩილესად ვთხოვ სახელმწიფოს დაიცვას ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოება და უზეუნველყოს სამართლიანობის ეფექტური აღსრულება, რადგან მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ მე და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლეც კი, ასეთი გარემოებების და ფაქტების ფონზე , ძალიან დიდი რისკის ქვეშ დგას" - ნათქვამია გაცნადებაში.
Read more at
https://www.primetime.ge/news/1533833729-%E...HkQxPdWyC8Ta.99
მიმაგრებული სურათი