მთელი ცხოვრება მესმის რომ ძალიან იაფი იყო საბჭოთა კავშირში ცხოვრება და ახლა არის საშინელება რა რა ქვეყანა დაანგრიეს და ბლა ბლა.
კარგით რა.
აი ჩემი ოჯახის მაგალითს გეტყვით ბებიაჩემი (დედის დედა), იყო ფილოლოგი ქალი, რომელიც მუშაობდა საბავშვო ბაღში, იყო ქვრივი და უწევდა მარტო ეზრუნა 3 შვილზე.
საბავშვო ბაღში 70 მანეთს იღებდა, თუმცა უწევდა მეორე შტატზეც რაშიც დამატებით 70 მანეთს იღებდა.
ნუ აი წელებზე ფეხს იდგამდა. ერთადერთი პლიუსი იყო რომ საბავშო ბაღში კვება ჰქონდა უფასო, თუმცა სახლში საკვებს ვერ წამოიღებდა (თუ მზარეული არ უწილადებდა მონარჩენ პროდუქტს, ჩვეულებრივ სულ მზარეულს მიჰქონდა).
საშუალო ხელფასი მაინც 120 მანეთი იყო. ბებიაჩემივით ორ შტატზე ბევრი ვერ მუშაობდა.
ჩამოგითვლით ფასებს რაც მე ვიცი, შეიძლება ვცდები და დამეხმარეთ:
გაყინული ხორცი: 2.5 მან
ხორცი ახალი: 5 მან
კარაქი: 2.4 მან
ყველი (ყველაზე იაფი და უცხიმო): 2 მან
დათუნია კანფეტი: 10 მან
ასაწონი ნამცხვარი ზღაპარი: 4-5 მანეთი (ასე მახსოვს)
დენი 2 კაპიკი
ბინის ქირა. იგულისხმება სახლმმართველობისათვის გადასახდელი 1-1.5 მანეთი ( ნიტო.1.2)
ახლა რამდენია საშუალო ხელფასი? კაი 1200 არისო ნუ ვიტყვითო, ხომ არის 989
აგერ ბატონო ფორბსის სტატისტიკა (საქსტატზე დაყრდნობით)
http://forbes.ge/news/2341/saSualo-xelfasi...roebis-mixedviTახლა ვთარგმნოთ თანამედროვეობაზე იგივე, ბებიაჩემისათვის მისი ხელფასის შესაბამისად რა ტვირთი იყო სამი შვილის გამოკვება.
გაყინული ხორცი: 2.5 მან - 20 ლარი
ხორცი ახალი: 5 მან - 41 ლარი
კარაქი: 2.4 მან - 19,78 ლარი
ყველი: 2 მან - 16,48 ლარი
დათუნია კანფეტი: 10 მან - 82,4 -ლარი
დენი 2 კაპიკი - 0,164 ლარი
ბინის ქირა. 1-1.5 მანეთი ( ნიტო.1.2) - 9,89 ლარი
კი ბევრი ლევად აკეთებდა ფულს სისტემის მანკიერების გამო, მაგრამ ყველას არ შეეძლო ასე. მაგალითად მეორე ბებია იყო ყბასახის ქირურგი და ხელფასი საერთოდ არ გამოყქონდა, ყოველდღიური იმხელა ლევი შემოსავალი ჰქონდა. წლის ბოლოს გამოჰქონდა როგორც "ლატარეა" ისე აგროვებდა.
მაგრამ ჩვენ რატო ვიმსჯელოთ ასე? მოდით რა ვიმსჯელოთ საშუალოსტატისტიკურ იმ მოქლაქის მოდელზე რომლესაც ქადაგებდა თვითონ საბჭოეთი.
პროლეტარი, რომელსაც მათხოვრად აცხოვრებდა, და რკინის ფარდა იმიტომ ეფარა, ემანდ არ გიგონ რომ ხალხს არ უჭირსო.
This post has been edited by pekineli on 7 Aug 2018, 01:06