რა ტანსაცმელებიც ბრენდულ მაღაზიაში ვიყიდე, იმაზე ცოტა დრო ''გამიძლო'' და დაიხა ან აღარ ვარგოდა ვიდრე თურქული ტანსაცმელები
არადა ფასებს შორის იმხელა სხვაობააა....ვერ ვიჯერებ უბრალოდ ასეთი დაბალი ხარისხის პროდუქცია როგორ ექნებათ ევროპაში
ისე ავტომობილებშიც ეგრეა, ერთიდაიგივე ფირმის მოდელი ამერიკული ბაზრისთვის უფრო გამძლე იყო გამოშვებული მცირედი ტექნიკური სხვაობებით ვიდრე იაპონური ბაზრისთვის
ან მაგალითად რენაულტი, თურქეთში აწყობილი შედარებით ცუდია
იგივეა კომპიუტერულ ნაწილებზე.... ევროპული ხარისხის უკეთესია...ჩვენთან დუბაიდან და ჩინეთიდან გაკეთებული ნაწილები შემოდის და ნაკლებად ხარისხიანია....მაგალითად სონის ან ტოშიბას ლეპტოპი შემოტანილი არ იყო კარგი ხარისხის ჩინეთში აწყობილია, სამაგიეროდ თუ იაპონიის ბაზრისთვის გაკეთებულ იაპონურ სონის ან ტოშიბას ლეპტოპი ჩაგივარდებოდა ხელში ძალიან გამძლე და საიმედოა