#53246626 · 12 Aug 2018, 00:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რატომ აძლევთ უფლებას რომ მოგპარონ ფული კაპიკებს გვიხდიან და იმასაც გვპარავენ ამ წართმეული 20%-ით არაფერს გვიკეთებენ პოლიტიკოსების და მათი შვილების ბოჰემურ ცხოვრებაში ვიხდით ისედაც კომიკური ხელფასის მეხუთედს. როცა მოუნდებათ ჯარში წაგვიყვანე და 1 წელი მონად ვეყოლებით, მიგვაკაჩავებენ, თავში წამოგვარტყამენ, მოგვიგდებენ 60 ლარს და გამოგვიშვებენ.
როცა ჩვენი შვილები იწვალებენ, ისწავლიან და არავითარი პერსპექტივა არ ექნებათ და 300 ევროსთვის მონურად ამუშავებენ, მათი შვილები 50კ $ მანქანით ივლიან, დიახ ეს ის თანხაა რომლის შეგროვებასაც საშუალო ხელფასით 12 წელიწადში შეძლებთ.
გული არ გტკივათ, როცა ჩვენი შვილები საშინელ აყროლებულ საჯარო სკოლებში დადიან, სადაც ბავშვები და მასწავლებლები ჩაგრავენ, როცა მათ შვილებს ჩვენ გადავუხადეთ 15000 დოლარი სწავლაში
არ გაწუხებთ ეს? როგორ ვითმენთ?
ყოველდღიურად, ყოველწამს სულში გვაფურთხებენ და ჩვენც უფრო მეტ დამცირებას ვითხოვთ. ეს არის შეურაცხყოფა ყველა მოქალაქის მიმართ, მაგრამ ჩვენი ანუ ხალხის ანარეკლია ეს მთავრობაც. ბევრია, ვინც ცოტა გაიჩითება, ფულს ითრევს და სხვას ეგრევე იკიდებს. ესაა პრობლემა მე ცუდად არ ვცხოვრობ, მაგრამ იმას, რასაც ყოველდღე ვხედავ თბილისში საოცრად გამაბრაზებელია.
საქართველო სახელმწიფო არ არის. ეს არის ფულისსაჭრელი მანქანა, გვხმარობენ და მოგვისვრიან, ჩვენც მდუმარედ ველით ახალ მბრძანებელს.
წადით აქედან ესენი ბოროტები არიან, არც გული აქვთ და არც ტვინი მეცოდება ხალხი რა დღეში ამყოფებენ კი ხალხიც საშინელია, მაგრამ კარგებიც არიან და ცოდოები არიან რა.
--------------------
ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი...
Pastor just told me I'm toxic I don't need help, I need options
|